თეგებით ძიება

2018 წლის ოქტომბრის ჰოროსკოპი ტყუპებისთვის

9 ოქტომბრის ჩათვლით უფლება გაქვთ მოდუნდეთ და დაისვენოთ. შინაგანი ჰარმონია პირად ურთიერთობას დაგიბალანსებთ. ყოველივე ეს კი გაგხდით უჩვეულოდ პროდუქტიულს. დაისხეთ ახალი მიზნები, რადგან თვის დასაწყისში ძველ გეგმებს აუცილებლად შეასხამთ ხორცს.
თქვენი მეგობრული ღიმილი და პოზიტიურობა უფროსს თქვენდამი განსაკუთრებულად განაწყობს. 10-13 ოქტომბერი არაჩვეულებრივი პერიოდია თვითგანვითარებისთვის. არ დაიზაროთ კარგად გავარჯიშებული უნარ-ჩვევების გამოყენება. დროის ამ მონაკვეთში ბიზნესშეხვედრები წარმატებით ჩაივლის. ეს თვე განსაკუთრებით ხელსაყრელია ინვესტიციებისთვის.
14 - 20 ოქტომბრამდე მიღებული რჩევები არ უგულებელყოთ, შესაძლოა, ძალიან გამოგადგეთ. მოცემულობები ობიექტურად შეაფასეთ. დაანახეთ თანამშრომლებს თქვენი ძლიერი მხარეები და მიღწევები, მაგრამ ამ ეტაპზე პრეტენზია არ გამოთქვათ ლიდერობაზე, რადგან თქვენს ჯანსაღ ამბიციას უარყოფითი შეფასებები მოჰყვება. ხომ ნათქვამია, ვინც ითმენს ის იგებსო?! პირნათლად განაგრძეთ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და მომავალში აუცილებლად დაგაწინაურებენ.
თუ დასაქმებული არ ხართ, სიზარმაცე მოგერევათ, რამაც შესაძლოა აპათეაში ჩაგაგდოთ, ამიტომ აუცილებლად დაიწყეთ სამსახურის ძებნა.
23 ოქტომბერს მიხვდებით, რომ დროა კომპიუტერის ეკრანს მოშორდეთ და მეგობრებთან რეალური ურთიერთობები აღადგინოთ, ონლაინკავშირი საკმარისი არ არის.
26 ოქტომბრიდან თვის ბოლომდე, დიდი ალბათობით, დილემის წინაშე დადგებით: სიმართლე თუ სიცრუე. არ დაგავიწყდეთ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. არ შელახოთ საკუთარი იმიჯი სიცრუის შავი ლაქებით. გახსოვთ მატყუარა ბიჭისა და მგლის ამბავი? ბიჭმა გლეხები იმდენჯერ მოატყუა, რომ როცა მგელი მართლა გამოჩნდა, აღარავინ დაეხმარა.
თვის ბოლოს გაიხედეთ უკან და შეაჯამეთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები, ეს დაგეხმარებათ მომავალი ნაბიჯების სწორად განსაზღვრაში.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა