თეგებით ძიება

ასტროპორტრეტი: როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი ან გრიგოლ ვაშაძე, მათ ზოდიაქოს ნიშნებზე დაყრდნობით?

2018 წლის 28 ოქტომბრის - საპრეზიდენტო არჩევნებმა ძალთა ბალანსი გამოკვეთა. ამომრჩეველი სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის კანდიდატებს შორის მერყეობს. სულ მალე მეორე ტური დაინიშნება, რომელიც საბოლოო გამარჯვებულს გამოავლენს და ქვეყნის ბედს განსაზღვრავს. საინტერესოა, რა ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერთ, და რას უქადის სამშობლოს მისი გაპრეზიდენტება? ამ კითხვებზე კანდიდატების ასტროპორტრეტები გიპასუხებთ.



სალომე ზურაბიშვილი 1952 წლისნ 18 მარტს დაიბადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ზოდიაქოს ნიშანი თევზებია, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით კი დრაკონი გახლავთ.

დრაკონთა უმეტესობა ფეთქებადი და ჯიუტია, ეს ადამიანები, ხშირად ნანობენ აფექტურ მდგომარეობაში წამოსროლილ სიტყვებს - რის გამოც ზოგჯერ მათი ცხოვრება რადიკალურად იცვლება - თუმცა სახალხოდ ბოდიშის მოხდა და საკუთარი შეცდომების აღიარება არ შეუძლიათ. დრაკონთა უმრავლესობა საჯარო მოხელეა. მათი ცხოვრების დეტალებით ყოველთვის ინტერესდებიან სხვები, ამიტომ მათზე გავრცელებულ ჭორებს ხშირად მოჰკრავთ ყურს. რიგ შემთხვევებში ჭორები სიმართლესაც შეესაბამება. თავისი პომპეზური იმიჯის და დიდი სანაცნობო წრის მიუხედავად, ბევრი დრაკონი მაინც მარტოსულია და ამაოდ ეძებს პირად ბედნიერებას. ამის მიზეზი მათი სპეციფიკური ხასიათია. როგორც წესი, დრაკონი იშვიათადაა უგონოდ შეყვარებული, მას უფრო მეტად მოკლევადიანი, მძაფრი გატაცებები შეიპყრობს ხოლმე. ამ ნიშნის ადამიანები საბედისწერო სასიყვარულო სამკუთხედებისკენ არიან მიდრეკილი, ამიტომ მათი მიზეზით ოჯახებიც ინგრევა. ამ ნიშნით დაბადებულს აქვს მძაფრი მოთხოვნილება, იყოს სოციუმის ყურადღების ცენტრში, იბრწყინოს, მართოს ადამიანები, მოკლედ, ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება, ამიტომ ცოლის ან ქმრის ბანალური როლი, მისთვის ჰორიზონტის შევიწროებაა. გასაკვირი არაა, რომ ბევრი დრაკონი ირჩევს თავისუფალი ურთიერთობების სტილს ან ძალიან გვიან ასკაში ოჯახდება.

თევზები ნეპტუნის ბუნდოვანი ენერგეტიკის გავლენის ქვეშ არიან მოქცეული, რაც განაპირობებს იმას, რომ მათ უმრავლესობას ხშირად გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს და რეალურ პრობლემებს ვერ აღიქვამს. თევზები ბევრ სასმელს მიირთმევენ და ზოგადად, უყვართ წყალი. თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი წყლის სტიქიის ასეთი სიყვარულის გამო, ხშირად ალკოჰოლდამოკიდებულიც ხდება. არცთუ იშვიათად, თევზებს მათზე გაცილებით ძლიერი ნებისყოფის მქონე, პრინციპული ადამიანების თანადგომა და დახმარება ესაჭიროებათ საიმისოდ, რომ საკუთარი რესურები სწორად გამოიყენონ პროფესიული კუთხით.




გრიგოლ ვაშაძე 1958 წლის 19 ივლისს დაიბადა, ანუ ზოდიაქოთი კირჩხიბია, ჩინური ჰოროსკოპით კი ძაღლი.

ძაღლები ბუნებით დიდსულოვნები, იუმორის გრძნობით დაჯიდოებულები და გულმოწყალენი არიან. მათ არ ახასიათებთ, თავიანთი გრძნობების სახალხოდ აფიშირება და ყოველთვის ცდილობენ გულწრფელი ემოციები საქციელით დაანახვონ მას, ვინც ნამდვილად უყვართ. ძაღლის წელში დაბადებულის ხასიათში ადამიანური ბუნების ყველა დადებითი თვისებაა შერწყმული - მათ შორის პატიოსნება, თანაგრძნობა და სხვათა ნაკლოვანებებისადმი ლოიალური დამოკიდებულება. ამ ადამიანებს უზომოდ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ და ერთგულებით გამოირჩევიან, ამიტომ მათ თამამად შეიძლება დაეყრდნონ მძიმე წუთებში ან განსაცდელში ადამიანები. ძაღლები მძაფრად განიცდიან სხვების პრობლემებს, ტკივილს, გასაჭირს და უბედობას. მათთვის სირთულედ სულაც არ აღიქმება არაკომფორტულ გარემოში ცხოვრება, სწორედ ამიტომ არ მიილტვიან ქონების მოხვეჭისკენ. ბოლოს კი უნდა ითქვას, რომ ამ ნიშნით დაბადებულები საკმაო შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან, რის გამოც ყოველთვის აღწევენ შედეგს.


კირჩხიბისთვის ჰაერივით აუცილებელია ვინმეზე იზრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს უბედურად იგრძნობს. ნებისმიერ სხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელზე მეტად, კირჩხიბს ესაჭიროება ჰქონდეს ოჯახი, რომელშიც იგი საკუთარი დადებითი თვისებების მთლიანად რეალიზებას შესძლებს. ორივე სქესის კირჩხიბები ტრადიციებისა და სიძველეების მოყვარულები არიან, ამიტომ მომავლის შენებისას ყოველთვის ითვალისწინებენ ჩავლილ წარსულს.

კირჩხიბი ძაღლი - ბუნებით იდეალისტი და მეოცნებეა, აქედან გამომდინარე, მისთვის არცთუ იშვიათად ხდება სამსახური ცხოვრების არსი - სწორედ მას უთმობს განსაკუთრებულად დიდ დროს, ნაცვლად გართობისა და დროს ტარებისა.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა