თევზი პამიდვრით და ბარდით
ინგრედიენტები
პაპრიკა - 1 ს.კ
ხახვი - 3
სტაფილო - 1
წყალი - 2-3 ჭიქა
ტომატ-პასტა - 2-3 ს.კ
დაკონსერვებული ბარდა - 1 ქილა
თევზის ფილე - 400 გ
ძირა - 1/2 ჩ.კ
შაქარი - 1 ს.კ
ლიმონის წვენი - მარინადისთვის
მარილი და წიწაკა
მომზადების წესები
თევზი დავჭრათ, დავაყაროთ მარილი და დავასხათ ლიმონის წვენი. 20 წუთის შემდეგ თევზის ნაჭრები ორივე მხრიდან მოვბრაწოთ ზეთდასხმულ ტაფაზე.
იმავე ცხიმში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო, დავამატოთ სანელებლები, პამიდვრის პასტა, წყალი და შაქარი, მოვურიოთ, ჩავაწყოთ შიგ თევზის ნაჭრები და დავამატოთ ბარდა და ვხარშოთ 5-10 წუთის განმავლობაში.