თეგებით ძიება

კომშის მურაბა თავისსავე წვენში

ინგრედიენტები
კომში - 1 კგ
შაქარი - 1 კგ
კომშის ქერქების ნახარში - 1,5-2 ჭიქა
ლიმონის წვენი - 1 ცალი


მომზადების წესები
კომში გავრეცხოთ, გავფცქვნათ და ამოვაცალოთ გულები. რბილობი ნაჭრებად დავჭრათ და ლიმონი მოვაწუროთ. გულებსა
და ქერქს 2 ჭიქა წყალი დავასხათ და ვადუღოთ 10-15 წუთი. კომშის ნაჭრებს ასევე დავასხათ 1 ჭიქა წყალი და ვადუღოთ, სანამ ცოტა დარბილდება და წვენი დააშრება. დავასხათ 1,5-2 ჭიქა კომშის ქერქების ნახარში, დავაყაროთ შაქარი და დავდგათ ცეცხლზე. 5
წუთის დუღილის შემდეგ მურაბა კარგად გავაგრილოთ და ამ წესით კიდევ 2-ჯერ წამოვადუღოთ. როცა კომში კარგად დარბილდება,
წვენი კი შესქელდება, ჩავასხათ გასტერილებულ ქილებში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა