თეგებით ძიება

ხრაშუნა და მადისაღმძვრელი ნამცხვარი "ოპიუმი"!

ინგრედიენტები
ცომი:
კვერცხის გული - 3 ცალი
რძე - 125 მლ
შაქარი - 200 გ
კარაქი - 200 გ
სოდა - 1/2 ჩ/კ
ვანილი - 1 ცალი
მარილი - მწიკვი
ფქვილი - იმდენი, რომ მივიღოთ ხელით გასაყვანი ცომი
ბეზე:
კვერცხის ცილა - 3 ცალი ( ბეზესთვის)
კვერცხის ცილა - 3 ცალი (ცომზე წასასმელად)
შაქარი - 125 გ
ლიმონმჟავა - მწიკვი
კრემი:
კვერცხის გული - 7 ცალი
შაქარი - 300 გ
სახამებელი - 3 ს/კ
ცხელი რძე - 500 მლ
კარაქი - 250 გ
ვანილი - 1 ცალი

მომზადების წესები
ცომი:
3კვერცხის გული ავთქვიფოთ 200 გრ შაქართან ერთად, დავუმატოთ დარბილებული კარაქი და რძე. ფქვილი იმდენი, რომ მივიღოთ რბილი ცომი. პლუს ვანილი და სოდა.შევდებთ მაცივარში ცოტა ხნით, იქამდე, სანამ ბეზეს ამოვიყვანთ.
ბეზე:
3კვერცხის ცილას და 150გრ შაქარს ავთქვიფავთ კარგად ისე, რომ მივიღოთ მყარი ბეზე. დავუმატოთ ლიმონმჟავა.გამოვაცხოთ (ბეზეს) 120 გრადუსზე, 1სთ ან ცოტა მეტი.
გავაბრტყელებთ ცომის ერთ ნაწილს და გამოვაცხობთ ბეზეს გარეშე (მალე ცხვება.)
მეორე ფენასაც გავაბრტყელებთ და წავუსვამთ 3 კვერცხის ცილისგან გაკეთებულ ბეზეს .ვაცხობთ 130-140 გრადუსზე 30წთ. თუ გნებავთ, დაამატეთ 1ჩ.კ სიმინდის სახამებელი.
იქამდე გამზადებული გვაქვს კვერცხის გულებიანი კრემი ან თუნდაც ჩვეულებრივი ცივი კრემი,ნაღების. შინდის ჯემზე დავადებთ ბეზეს და შემდეგ კრემს .მეორე ფენას ( ბეზეანს) დავაფარებთ და მოვაყრით პუდრას.შეგიძლიათ მასალა გაზარდოთ და 3 ფენა გააკეთოთ და სამივე ფენაზე ბეზე წაუსვათ.
კრემი:
ავდღვიბოთ კვერცხის გული,სახამებელი , შაქარი და დავუმატოთ ცხელი რძე. დავდგათ ცეცხლზე და ვურიოთ განუწყვეტლივ. ცალკე ამოვიყვანოთ კარაქი და როცა კრემი გაცივდება, შეურიეთ.

გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა