თეგებით ძიება

ხორცის ბურთულები პამიდვრის სოუსით

ინგრედიენტები
შერეული ხორცის ფარში - 1 კგ
კვერცხი - 1 ცალი
ნაღები - 1/4 ჭიქა
პური - 2 ნაჭერი
ნიორი - 1 კბილი

სოუსი:
კეტჩუპი - 1/2 ჭიქა
ყავისფერი შაქარი - 1/2 ჭიქა
წყალი - 2 ს/კ
ძმარი - 1 ს/კ
ვორჩესტერის სოუსი - 2 ს/კ
ხახვი - 1 ს/კ (ძალიან წმინდად დაჭრილი)
ნიორი - 1 კბილი (გახეხილი)
მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები
გატარებულ ხორცს დავუმატოთ ნაღები, წინასწარ დამბალი პური, კვერცხი, გახეხილი ნიორი და ხელით ვზილოთ მინიმუმ 5
წთ. შემდეგ გავაკეთოთ პატარა ბურთები, დავაწყოთ ღუმლის ტაფაზე და შევწვათ მომზადებამდე.
ცალკე ტაფაზე მოვათავსოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი და ვადუღოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10 წთ. ამოვიღოთ თეფშზე მომზადებული ხორცის ბურთები და მოვასხათ სოუსი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა