თეგებით ძიება

უგემრიელესი ჩიტის რძე ვაშლით

ინგრედიენტები
ბისკვიტი:
კვერცხის გული - 5 ცალი
შაქარი - 200 გ
მაწონი - 1 ჩ/კ
სოდა ძმრით
ვანილი - 1 ცალი
ფქვილი - ცომის არაჟნის სისქემდე მისაყვანად
ვაშლის პიურე - გემოვნებით
ბეზე:
კვერცხის ცილა - 5 ცალი
შაქარი - 250 გ
ვანილი
მინანქარი:
კაკაო - 3 ს/კ
შაქარი - 3 ს/კ
რძე - 3 ს/კ
კარაქი - 50 გ

მომზადების წესები
ბისკვიტი:
ცომისთვის უნდა ავურიოთ კვერცხის გული,სოდა ძმრით, შაქარი,მაწონი,ფქვილი და ვანილი. ეცადეთ, ფქვილის რაოდენობა თავად განსაზღვროთ ისე, რომ საბოლოოდ არაჟნის სისქის მასა მიიღოთ.
გამოვაცხოთ 170 გრადუსზე
როცა ბისკვიტი შეგრილდება, წაუსვით ვაშლის პიურე, ბეზე და მინანქარი.
ბეზე:
ქურაზე დავდგათ წყლიანი ჯამი და ავადუღოდ. ზედ შემოვდგათ კვერცის ცილა, დავაყაროთ 250 გრამი შაქარი და ამოვიყვანოთ კარგად , ბოლოს კი დავუმატოთ ვანილი.
მინანქარი:
მინანქრისთვის დაგჭირდებათ შაქრის,კაკაოს, რძის (ან წყლის) და კარაქის ერთმანეთში არევა.
გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა