თეგებით ძიება

გოჭის ფორმის "ოლივიე" ახალი წლისთვის!

ინგრედიენტები
კარტოფილი - 6 ცალი
კვერცხი - 4 ცალი
სტაფილო - 2 ცალი
კიტრის მწნილი - 2 ცალი
დაკონსერვებული ბარდა - 200 გ
მწვანე ხახვი და კამა - თითო კონა
მაიონეზი - გემოვნებით
მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
ძეხვი - 200 გ
გასაფორმებლად:
ზეთისხილი - 2 ცალი
ძეხვი - 2 ნაჭერი

მომზადების წესები
1. მოხარშეთ კარტოფილი და კვერცხი მარილიან წყალში. გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბიკებად. გადაავლეთ კონსერვირებულ ბარდას მდუღარე წყალი, კარგად დაწურეთ. გახეხეთ სტაფილო სახეხეხზე. წვრილად დაჭერით კიტრის მწნილი, მწვანე ხახვი და კამა.

2. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს, უყავით მარილი და შავი წიწაკა, მოასხით მაიონეზი, კარგად ამოურიეთ.

გააფორმეთ,როგორც ფოტოშია ნაჩვენები!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა