მაკარონი პამიდვრის სოუსით
ინგრედიენტები
რეჰანი ან შაშკვლავი - 1 კონა
ნიორი - 2 კბილი
პამიდორი ჩერი - 200 გ
პამიდორი საკუთარ წვენში - 200 გ
პასტა პენე - 500 გ
მარილი
მწარე წითელი წიწაკა
მომზადების წესები
თუ არ გაქვთ ჩერი პამიდორი, ჩვეულებრივი გამოიყენეთ. სქელკანიან პამიდორს წინასწარ გააცალეთ კანი. ხოლო კონსერვირებული პამიდვრის ნაცვლად, შეგიძლიათ თქვენივე მომზადებული პამიდვრის სოუსი გამოიყენოთ.
პამიდვრები ორად გაჭერით (დიდი პამიდვრები კუბებად). ტაფაში გააცხელეთ ზეთი და მოშუშეთ დაჭრილი ნიორი და წიტელი წიწაკა. წიწაკა ხმელიც შეიძება და ნედლიც.
დაჭრილი პამიდორი ხელით დასრისეთ, მაგრამ მსუბუქად.
ტაფაში, სადაც ნიორი იშუშება დაამატეთ კონსერვირებული და ცოცხალი პამიდორი. შუშეთ 6-7 წუთი, დაამატეთ დაჭრილი რეჰანი და მარილი გემოვნებით.
შემდეგ დაამატეთ მოხარშული მაკარონი, კარგად აურიეთ, 1-2 წუთი შუშეთ და კერძი მზადაა.