ხორციანი მაკარონი
ინგრედიენტები
ტომატპასტა - 2 ს/კ
ზეთი - 2 ს/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მაკარონი - 300 გ
ხახვი - 1 თავი
ნიორი - 2 კბილი
საქონლის ხორცის ფარში - 600 გ
მომზადების წესები
მაკარონი მოხარშეთ შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.
ხახვი დაჭერით წმინდად, ნიორი დაჭყლიტეთ.
გაახურეთ ტაფაზე ზეთი და მოხრაკეთ ხახვი და ნიორი 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ფარში და თუშეთ 12-15 წუთი, თან პერიოდულად ურიეთ ხის კოვზით.
დაუმატეთ ტომატპასტა, აურიეთ და თუშეთ კიდევ 2 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ 0,5 ჭიქა ცხელი წყალი, მარილი და პილპილი, აურიეთ კარგად და თუშეთ კიდევ 5 წუთი.
მოხარშული და გადაწურული მაკარონი დაუმატეთ ხორცის ფარშს, ამოურიეთ და თუშეთ კიდევ 5 წუთი.
თეფშზე მოაყარეთ გახეხილი ყ ველი და დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!