თევზის ჩახოხბილი - უგემრიელესი კერძის მივიწყებული რეცეპტი
ინგრედიენტები
თევზი - 1 კგ
ხახვი - 3 თავი
დაფნის ფოთოლი - 3-4 ცალი
სტაფილო - 200 გ
ზეთი - 100 გ
პომიდვრის წვენი - 2 ჩ/ჭ
ოხრახუში და ქინძი - 3-3 ძირი
შავი პილპილი - 25 მარცვალი
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
ქარიყლაპია,ლოქო,წვერა,კობრი ან სხვა რომელიმე თევზი გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ ღრმა ტაფაზე. მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, დავასხათ ზეთი და 2 ჩაის ჭიქა პომიდვრის წვენი; ჩავაყოლოთ სტაფილო,დაფნის ფოთოლი, 20-25 მარცვალი შავი პილპილი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე .მოხარშული თევზის ნაჭრები დავალაგოთ ღრმა ლანგარზე და ზედ მოვასხათ თავისივე წვენი.
გემრიელად მიირთვით!