მანდარინის არომატული ლიქიორი – მოასწარით, სანამ ციტრუსის სეზონია!
ინგრედიენტები
მანდარინის (ფორთოხლის) ახალგამოწურული წვენი - 1 ჭიქა
2 ფორთოხლის ცედრა
არაყი - 150-200 მლ
შაქარი - 3/4 ჭიქა (ან მეტი)
წყალი - 100 მლ
მომზადების წესი:
ფორთოხალს ფაქიზად გააცალეთ ცედრა (ისე, რომ არ გაყვეს თეთრი ნაწილი). ჩაყარეთ ცედრა მანდარინის წვენში, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააგრილეთ და დაუმატეთ არაყი. დაახურეთ თავსახური ჭურჭელს და გააჩერეთ 3-4 დღე ბნელ, გრილ ადგილას.
შემდეგ ნაყენი გაწურეთ მარლაში ან საწურში. შაქრისა და წყლისგან გააკეთეთ სიროფი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ და დაუმატეთ მანდარინისა და ფორთოხლის ცედრის ნაყენს. აურიეთ კარგად, დააფარეთ მჭიდროდ თავსახური, დადგით ბნელ ადგილას და გააჩერეთ მინიმუმ 1 თვე.
ლიქიორი რაც უფრი დიდი ხნის იქნება, მით არომატული იქნება.
არყისა და შაქრის რაოდენობა შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით ან დააკლოთ, ან მოუმატოთ.