ყველაზე გემრიელად მომზადებული ხახვში ჩაშუშული საქონლის ღვიძლი!
ინგრედიენტები
საქონლის ღვიძლი - 500 გ
ფქვილი - 1/4 ჭიქა
კარაქი - 5-6 ს/კ კარაქი
მარილი - 1/2 ჩ/კ
დაფქვილი წითელი წიწაკა - 1/8 ჩ/კ
წვრილად დაჭრილი ხახვი - 2 ჭიქა
საქონლის ხორცის ბულიონი - 1/2 ჭიქა
დაჭრილი ოხრახუში - 1 ს/კ
თეთრი მშრალი ღვინო - 1/4 ჭიქა
მომზადების წესები
ფქვილი, მარილი და წიწაკა აურიეთ ერთმანეთში.
დაჭერით ღვიძლი მოგრძო წვრილ ნაჭრებად და მოაყარეთ მომზადებული მშრალი მასა. ასე გააჩერეთ.
მანამდე კი გაახურეთ ტაფა, გაადნეთ მასზე 2-3 ს/კ კარაქი და მოხრაკეთ ხახვი.
გადაიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
ტაფაში კი დაუმატეთ კიდევ 3-4 ს/კ კარაქი. დაუმატეთ ღვიძლი და შეწვით 5 წუთის განმავლობაში, სანამ ფერს არ შეიცვლის.
დაუმატეთ მოხრაკული ხახვი, ჩაასხით ბულიონი და ღვინო ქვაბში და აადუღეთ.
შემდეგ დაასხით ღვიძლს და თუშეთ რამდენიმე წუთი თავდახურულ ტაფაში. მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!