თეგებით ძიება

დღის რეცეპტი: ქათმის რულეტი სოკოთი და ფსტას თხილით სადღესასწაულო სუფრისთვის

ინგრედიენტები
ქათამი - 1 ცალი
ქამა სოკო
ფისტაშკები (ფსტა)
სასურველი სანელებლები

მომზადების წესები
მოაცალეთ ქათამს კანი ისე, რომ მაქსიმალურად მთელი შეინარჩუნოთ. დაჭერით პატარა ნაჭრებად ხორცი. შეურიეთ მოხარშულ და გაცივებულ სოკოს, სანელებლებს, გაფცქვნილ ფსტას.
მოათავსეთ გულსართი ქათმის კანზე, გადაახვიეთ, შემდეგ მოათავსეთ ფოლგაზე და ისიც მჭიდროდ გადაახვიეთ.
შედგით 200-210 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 50 წუთის განმავლობაში.
მზა რულეტი გამოიღეთ ღუმელიდან, გააცივეთ და მოათავსეთ მაცივარში 5-6 საათი.
გაცივებულ რულეტს მოაცალეთ ფოლგა, გადაიტანეთ თეფშზე და დაჭერით.
გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა