ჭარხლის ცივი, საზაფხულო წვნიანი
ინგრედიენტები
ხახვი - 1
კამა - 1 კონა
მაწონი - 500 მლ
ლიმონის წვენი - 2 ს.კ
ბოლოკი - 6
კიტრი - 2
ჭარხალი - 3-5 ცალი
ნიორი - 1 კბილი
მარილი და პილპილი
მოხარშული კვერცხი - 4
მომზადების წესები
წვნიანისთვის შევარჩიოთ ახალი ჭარხალი თავისივე ფოთლებით. კარგად გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ.
ქვაბში ავადუღოთ დაახლოებით 2 ჭიქა წყალი. მდუღარე წყალში ჯერ დაჭრილი ჭარხალი ჩავყაროთ, რამდენიმე წუთის შემდეგ ღეროები, ბოლოს კი ფოთლები. დავამატოთ ძმარი ან ლიმონის წვენი, რომ ჭარხალმა ფერი არ შეიცვალოს.
დარბილებული ბოსტნეული წვენიანად ავთქვიფოთ ბლენდერში. წვრილად გავხეხოთ ბოლოკი და კიტრი, დავამატოთ მარილი და პილპილი. დიდ ქვაბში ავურიოთ ყველაფერი - მაწონი, ჭარხლის პიურე, კიტრი, ბოლოკი და ავურიოთ. დავამატოთდაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვი და კამა.
თუ სუპი ძალიან სქელია, ცოტა წყალი დავამატოთ. უფრო ერთგვაროვანი სტრუქტურისთვის, შეგვიძლია მთლიანად დავაბლენდეროთ. შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით.
თეფშზე გადატანისას მოვრთოთ შუაზე გაჭრილი კვერცხით