ღუმელში მომზადებული კალმახი
ინგრედიენტები
როზმარინი - 1 ტოტი
ლიმონის წვენი - 3 ს.კ
კალმახი - 1 ცალი (500 გ)
ზეითუნის ზეთი - 1 ს.კ
მარილი და პილპილი
თეთრი ღვინო - 100 მლ
მომზადების წესები
ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ.
მარინადისთვის დავჭრათ როზმარინის ფოთლები, შევურიოთ პილპილი, ლიმონის წვენი, ღვინო, ზეთი. წავუსვათ თევზს და 20 წუთი დავტოვოთ.
შემდეგ წავუსვათ მარილი, გადავიტანოთ ღუმელში და შევწვათ (დაახლოებით 20 წუთი)