ვიტამინიზებული კომპოტი
ინგრედიენტები
ფორთოხალი - 1 ცალი
ლიმონი - 1 ცალი
წითელი მოცვი - შტოში ან ასკილი 1 ჭიქა
ვაშლი - 2 ცალი
კომში - 1 ცალი
შაქარი - გემოვნებით
წყალი - 4 ლ
მომზადების წესები
მომზადება
ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავუმატოთ შაქარი და გავაცხელოთ, ჩავაწყოთ დაჭრილი ხილი,
კენკრა და ვადუღოთ, სანამ კომში დარბილდება. შეგვიძლია მივირთვათ როგორც ცხელი, ასევე – ცივი.