განსხვავებული, უგემრიელესი ლაბასხმული ქათმის ხორცისა და ბოსტნეულისგან: საახალწლო სუფრის მშვენება
ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 400 გ
ქათმის ბულიონი - 500 მლ
კვერცხი - 4 ცალი
ბარდა, დაკონსერვებული - 200 გ
სტაფილო - 150 გ
ჟელატინი - 10 გ
ძმარი - 2 ს/კ
მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მოხარშეთ ქათმის ფილე და გააცივეთ.
კვერცხი მოხარშეთ მაგრად, გააცივეთ და გაფცქვენით.
სტაფილო დაჭერით ჩხირებად და დაამარინადეთ წყალში გახსნილ მარილსა და ძარში 5 წუთის განმავლობაში.
ჟელატინი დაალბეთ ინსტრუქციაზე მოცემული წესის მიხედვით.
ბულიონი შეათბეთ და გახსენით მასში დამბალი ჟელატინი. ოღონდ არ აადუღოთ მასა.
წაუსვით ფორმას ზეთი.
ფორმაში ჩაასხით ცოტაოდენი ბულიონი და შედგით მაცივარში.
ამასობაში დაჭერით ქათმის მოხარშული ფილე კუბიკებად, ხოლო კვერცხი - მრგვალ ნაჭრებად. ბარდა გადაწურეთ.
მოათავსეთ ფორმაში ხორცის და ბოსტნეულის ნაწილი, დაასხით კიდევ ბულიონი და შედგით კვლავ მაცივარში.
შემდეგ დაალაგეთ დარჩენილი ქათმის ხორცი და ბოსტნეული, დაასხით ისევ ბულიონი და შედგით მაცივარში ბოლომდე გამკვრივებამდე.