თეგებით ძიება

ჟელეს ტორტი ფორთოხლითა და მანდარინით – საახალწლოდ


ინგრედიენტები

ფორთოხალი - 3 ცალი
მანდარინი - 3 ცალი
ანანასი, დაკონსერვებული - 150 გ
ბანანი - 1 ცალი
ჟელატინი - 50 გ
ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
არაჟანი - 900 გ
შაქარი - 1 ჭიქა
სოდა - 1 ჩ/კ
კვერცხი - 3 ცალი
შაქარი - 0,5 ჭიქა
ფქვილი - 1 ჭიქა (200 გ)

ტაბულა
მომზადების წესები
მომზადების წესი:

კვერცხისა და შაქრისგან გააკეთეთ გოგლიმოგლი, დაუმატეთ სოდა და ფქვილი, მოზილეთ ცომი. წაუსვით ფორმას ცხიმი და გადაიტანეთ ბისკვიტი ფორმაში. აცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი. გაგრილებული ბისკვიტი დაჭერით 1,5X1,5-ზე კვადრატებად.

ჟელატინი დაალბეთ წყალში და შემდეგ შეათბეთ დაბალ ცეცხლზე, არ აადუღოთ. გააგრილეთ.

ფორთოხალი და მანდარინი გაფცქვენით, ფორთოხალი დაჭერით წრეებად, მანდარინები დაყავით ლებნებად. ანანასი და ბანანი დაჭერით კუბიკებად.

ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი, დაუმატეთ ვანილი და გაგრილებული ჟელატინი. შემდეგ ყველაფერი კარგად აურიეთ.

ნაწილი (ნახევარი) ბისკვიტის კუბებზე მოათავსეთ დაჭრილი ხილი. მოასხით კრემი, შემდეგ დააწყეთ კვლავ ბისკვიტები (მეორე ნახევარი), მასზე კი ხილი და მოასხით კრემი. ტორტი შედგით მთელი ღამით მაცივარში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა