კენკრის სმუზი "ვიტამინი"
ინგრედიენტები
მოცვი - 1 ჭიქა
ჟოლო - 1 ჭიქა
რძე - 1.5 ჭიქა
ლიმონი - 1/2
თაფლი - 3 ს.კ
ნუში - 30 გ
მომზადების წესები
ხილი წინასწარ გააციეთ მაცივარში. გადაიტანეთ ბლენდერში ნუშთან ერთად, დაამატეთ თაფლი, დააწურეთ ლიმონი. დაასხით რძის ნახევარი და კარგად ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე. შემდეგ რძის დამატებით მიიყვანეთ სასურველ კონსისტენციამდე, თან კიდევ თქვიფეთ. მიიღებთ გემრიელ, ნოყიერ, სასარგებლო სმუზის.