თეგებით ძიება

შემწვარი ქათამი თაფლითა და მოცხარით

ინგრედიენტები
ქათამი - 2 კგ
მარილი
გამდნარი კარაქი - 2 ს/კ
სოუსისთვის:
ვაშლის ძმარი - 1 ჭიქა
თაფლი - 3/4 ჭიქა
პიტნა - დაჭრილი, 1 ჩ/კ
ქიშმიში - 1/2 ჭიქა
შავი მოცხარი - ან ალუბალი
კარაქი - 1 ს/კ

მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 220°С.
გარეცხეთ ქათამი, მოაცილეთ ზედმეტი ცხიმი . შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. ყველა მხრიდან წაუსვით კარაქი, შემდეგ მარილი.
მოათავსეთ საცხობ ფორმაში, შეგიძლიათ ძირში ვაშლის ნაჭრები ან სტაფილო დააწყოთ. აცხვეთ 1 სთ -1:20 წთ. შეამოწმეთ, რომ კარგად შეიწვას.
ჯამში მოათავსეთ სოუსის ყველა ინგრედიენტი, მოურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. როდესაც ადუღდება, დაუკელით ცეცხლს და დატოვეთ, სანამ ოდნავ არ შესქელდება.
დროდადრო ურიეთ.
როდესაც ქათამი გაგრილდება, დაჭერით და მოასხით სოუსი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა