თეგებით ძიება

ჩირებიანი საშობაო კექსი ბებიის რეცეპტით

ეს კექსი ბავშვობას მოგვაგონებს, რადგან იგი ძველი, ბებიასეული რეცეპტით არის მომზადებული. ჩირები შეგვიძლია ჩვენი გემოვნებით შევარჩიოთ, თუმცა აუცილებლად დავუმატოთ ქიშმიში.
ინგრედიენტები
კარაქი - 150 გ
არაჟანი - 2-3 ს/კ
კვერცხი - 3 ცალი
შაქარი - 250 გ
ვანილი - 1 შეკვრა
1 ლიმონის წვენი და ცედრა
რომი ან კონიაკი - 1 ჩ/კ
ფქვილი - 350 გ + 1 ს/კ ჩირებისთვის
სოდა - 0,5 ჩ/კ
სხვადასხვა სახეობის ჩირი - 1 ჭიქა (დიდი ზომისები დავჭრათ)
გამდნარი თეთრი შოკოლადი - მოსართავად

მომზადების წესები
დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, არაჟანი, ლიმონის ცედრა და წვენი, ფქვილში არეული სოდა, ვანილი და კონიაკი. ჩირებს შევურიოთ ფქვილი და დავუმატოთ ცომს. კექსის ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვაფრქვიოთ ფქვილი, ჩავდოთ ცომი და გამოვაცხოთ წინასწარ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, სანამ გული კარგად არ გამოშრება. მზა კექსს მოვასხათ გამდნარი თეთრი შოკოლადი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა