თეგებით ძიება

ქამა სოკო ტკბილი წიწაკით

ინგრედიენტები
ქამა სოკო - 500 გ
დიდი ხახვი - 1 თავი
წითელი ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
ნიორი 2-3 კბილი
ქინძი და კამა - გემოვნებით
ძმარი - 1 ს/კ
მარილი და პილპილი
ზეთი

მომზადების წესები
დაკონსერვებული (ან ცოცხალი) ქამა სოკო დავყაროთ ცხელ, ზეთდასხმულ ტაფაზე და
5-10 წთ მოვბრაწოთ. დავასხათ ცოტა წყალი და გავაგრძელოთ ხარშვა. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი, დავახეხოთ ნიორი და დავაჭრათ მწვანილები. შევაზავოთ მარილით და პილპილით. ეცადეთ წყალი ბოლომდე არ დაშრეს, ბოლოს ჩავუმატოთ ძმარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა