თეგებით ძიება

თეთრი დათვი

რეცეპტი, რომლითაც მე თვითონ ვსარგებლობ და უამრავ კომპლიმენტს ვიღებ.
ინგრედიენტები
კარაქი - 500 გრ

კრემი
თხილი (მოხალული) - 1 ჭიქა
ქიშმიში - 1 ჭიქა
ფქვილი - 3,5 - 4 ჭიქა
სოდა ძმრით - 1 ჩკ+1 ჩკ
ვანილი - 1 შეკვრა
კარაქი - 350 გრ
შაქარი - 5 ჭიქა
კვერცხი - 8 ცალი
შესქელებული რძე - 2 ქილა
ვანილი - 1 შეკვრა
კონიაკი - 2 სკ

მომზადების წესები
1. 8 ცალი კვერცხის გული, 2 ჭიქა შაქარი და 350 გრ კარაქი კარგად ამოვიყვანოთ, ჩავამატოთ 1 ჩკ სოდა ძმრით, ვანილი და 3,5 - 4 ჭიქა ფქვილი. უნდა მივიღოთ რბილი ცომი. ცომი გავყოთ 3 ნაწილად და გავაბრტყელოთ ცხიმწასმულ ქაღალდებზე.

2. 8 ცალი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ძალიან კარგად, ღრუბელივით რომ გახდება ნელ-ნელა ჩავაყაროთ 3 ჭიქა შაქარი. ბოლოს ჩავაყაროთ მოხალული, დაჭრილი თხილი, ქიშმიში და ვანილი. გავყოთ 3 ნაწილად და წავუსვათ გაბრტყელებული ცომის ფირფიტებს. გამოვაცხოთ 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

3. კრემი: 500 გრ კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, ნელ-ნელა შევურიოთ 2 ქილა შესქელებული რძე, 2 სკ კონიაკი და ვანილი.

4. მომზადება: გავყოთ კრემი ორ ნაწილად, წავუსვათ პირველ და მეორე ფენას, ხოლო ბოლო ფენას მოვაწუწოთ მინანქარი და მოვაყაროთ დაჭრილი თხილი და ქიშმიში.

გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა