ნამცხვარი "მედოკი" - სამარხვო რეცეპტი
ინგრედიენტები
ბისკვიტი:
შაქარი - 2 ჭიქა
თაფლი - 4 ს/კ
წყალი - 200 მლ
სოდა - 1,5 ჩ/კ
ზეთი - 200 მლ
ფქვილი - 1,2 კგ
კრემი:
ფქვილი - 2 ჭიქა
შაქარი - 2 ჭიქა
წყალი - 1 ლ
სამარხვო კარაქი ან მარგარინი - 350 გ
ვანილი - 1 შეკვრა
მომზადების წესები
2 ჭიქა შაქარი, 4 ს/კ თაფლი და 200 მლ წყალი მოვათავსოთ ქვაბში, შემოვდგათ ორთქლზე და ვურიოთ იქამდე, სანამ შაქარი არ გალღვება. შემდეგ დავუმატოთ1,5 ჩ/კ სოდა და კარგად ამოვურიოთ, დავუმატოთ 200 მლ ზეთი,კარგად ავურიოთ და გადმოვდგათ. ცხელ მასას დავუმატოთ ფქვილი, დაახლოებიუთ 1.2 კგ,თუმცა დაიმახსოვრეთ - ცომი ხელზე არ უნდა გვეკვრებოდეთ,სწორედ ამის მიხედვით განსაზღვრავთ, რა რაოდენობის ფქვილი დასჭირდება. ცომი გავყოთ 5 ნაწილად, 4 ფირფიტისთვის და მე-5 შედარებით პატარა ზომის ზემოდან მოსაყრელად .
პ.ს არ შეგეშინდეთ იმის,რომ ცომი თხელია, სამაგიეროდ ძალიან სწრაფად ამოვა. ბისკვიტები ცხვება ძალიან სწრაფად.
კრემი: 2 ჭიქა ფქვილი და 2 არასავსე ჭიქა შაქარი ავურიოთ ერმანეთში , ნელ-ნელა დავუმატოთ წყალი ( ჯამში 4 ჭიქა ) . შემოვდგათ ქურაზე და ვურიოთ სანამ არ მივიღებთ სქელ მასას. როცა გაცივდება, შეურიეთ კარაქი/მარგარინი და 1 შეკვრა ვანილი.ამის შემდეგ დაიწყეთ დაკრემვა, გვერდები შემოვაჭერათ და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ბისკვიტი.
გემრიელად მიირთვით!