თეგებით ძიება

ღვეზელი ყველითა და კომბოსტოთი ხინკლისგან მორჩენილი ცომით

თუ ხინკლის ცომი მოგრჩათ, შეგიძლიათ ფენოვანი ცომი მოამზადოთ, რისგანაც გემრიელ ღვეზელს გამოაცხობთ. გულსართად ნებისმიერი რამ შეგიძლიათ მოამზადოთ დაწყებული ყველით დასრულებული სოკოთი და ხორცის ფარშით.
ინგრედიენტები
უსაფუვრო ცომი - ხინკლის, 400 გ
კარაქი ან მარგარინი - 150 გ
გულსართი:
თხლად დაჭრილი კომბოსტო - 200 გ
ხახვი - 2 თავი
იმერული ყველი - 200 გ
კვერცხი - 2
მარილი და პილპილი
კარაქი ან ზეთი - მოსაშუშად


მომზადების წესები
კარაქი გავადნოთ და გავაცივოთ (არ წამოდუღდეს!). ცომი თხლად გავაბრტყელოთ, წავუსვათ კარაქი და აქეთ-იქით გადავკეცოთ. ზემოდან კვლავ კარაქი წავუსვათ, გადავახვიოთ და მაცივარში 40 წუთით შევდოთ. ეს პროცედურა 3-ჯერ გავიმეოროთ, ბოლოს ცომი 2 საათით მოვათავსოთ მაცივარში.
კომბოსტო და დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ და გავაგრილოთ. ყველი დავფხვნათ, ავურიოთ 1 კვერცხი, კომბოსტო და სანელებლები.
ცომი ორ გუნდად გავყოთ. ერთი გუნდა ოდნავ მოზრდილი უნდა იყოს მეორეზე.
პატარა ნაწილი გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ ფორმაში, ზედ გადავანაწილოთ გულსართი და ზემოდან ცომის მორე ფენა გადავაფაროთ. გვერდები კარგად შევუკრათ, ჩანგლით დავჩხვლიტოთ და ზემოდან გათქვეფილი კვერცხი წავუსვათ. გამოვაცხოთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა