თეგებით ძიება

ქოთანში მომზადებული ქათმის ჩაშუშული შავი ქლიავით - დედას საფირმო სადილი!

ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 2 ნაჭერი
კარტოფილი - 4 ცალი
ჩერი პომიდორი - 6 ცალი
სტაფილო - 2 ცალი
პრასი - 1 ღერი
ნიორი - 1 კბილი
შავი ქლიავის ჩირი, უკურკო - 8 ცალი
ქათმის ბულიონი - 4 ს/კ
მარილი და წიწაკა
დაფნის ფოთოლი

მომზადების წესები
გამოავლეთ ქოთნებში მდუღარე წყალი. ჩასხით ბულიონი. დაჭერით კარტოფილი მრგვალ, თხელ ნაჭრებად.
ქათმის ფილეც დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად.
სტაფილო დაჭერით მრგვალ ნაჭრებად.
მოხრაკეთ პრასი სტაფილოსთან ერთად.
პომიდორი გაჭერით 4-ად, შავი ქლიავი ჩირი - 2-ად, მწვანილი - წვრილად. ნიორი დაჭყლიტეთ.
მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ქოთანში: ჯერ კარტოფილი, შემდეგ ხორცი, პრასი და სტაფილო, პომიდორი და ნიორი, შავი ქლიავი და მწვანილი.
სულ ზემოდან დაადეთ კარტოფილის რამდენიმე ნაჭერი და მოაყარეთ სანელებლები.
დააფარეთ ქოთანს თავსახური და მოათავსეთ ცივ ღუმელში. მოამზადეთ 1 საათის განმავლობაში 180 გრადუსზე.
თითქმის მზა კერძს ამოურიეთ და შედგით კვლავ თბილ (გამორთულ) ღუმელში ნახევარი საათით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა