თეგებით ძიება

ლაბა ანუ "ხალადეცი"

ინგრედიენტები
მარილი და პილპილი
ნიორი - 1 თავი, დაჭყლეტილი
დაფნის ფოთოლი - 6-7
ბაჰარი (სურნელოვანი პილპილი) - 10 მარცვალი
სტაფილო - 1-2
მიხაკი და დარიჩინი - სურვილით (1 ჯოხი დარიჩინი და 4-6 მიხაკი)
ღორის თავ-ფეხი
ქონდარი - სურვილით

მომზადების წესები
ღორის თავი და ფეხები გავასუფთაოთ, დავჭრათ და ძალიან კარგად მოვხარშოთ. ხორცი თავისით უნდა სცილდებოდეს ძვლებს. ხორცი ამოვიღოთ, წვენი გადავწუროთ, რომ ძვლის პატარა ნამტვრევებისგან გასუფთავდეს, ჩავუმატოთ ნიორი, სტაფილო, სანელებლები და კიდევ ცოტა ხანს ვხარშოთ.

სანამ წვენი მომზადდება, ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და გადავანაწილოთ ფორმებში.
მოხარშული სტაფილო წვრილად დავჭრათ და ხორცს შევურიოთ, ან მრგავალად დაჭრილი ხორცის ქვეშ გავანაწილოთ, შემდეგ ეს ფენა ზემოდან მოექცევა. თუ არ მოგწონთ, სტაფილო შეგიძლიათ გამოტოვოთ.

მომზადებული წვენი დავასხათ ხორცს და კარგად გავაციოთ. გადმოღებისას გვერდები დანით შემოვუხსნათ. თუ ლაბა ადვილად არ გადმოდის ჭურჭლიდან, ჭურჭელი რამდენიმე წამით ჩავდოთ მდუღარე წყალში და შემდეგ ამოვიღოთ თეფშზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა