თეგებით ძიება

ღუმელში მომზადებული ბადრიჯნის რულეტები ქათმის ხორცის ბურთებით

ინგრედიენტები
ბადრიჯანი - 3 ცალი
ქათმის ფილე - 300 გ
კვერცხი - 1 ცალი
ნაღები - 200 გ
ნიორი 2-3 კბილი
მაიონეზი - 1 ს/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
საფანელი

მომზადების წესები
დაჭერით ბადრიჯანი სიგრძეზე, თხელ ნაჭრებად. დააყარეთ მარილი და დაადეთ ზემოდან სიმძმე. გააჩერეთ ნახევარი საათი.
ქათმის ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში წვრილ ბადეზე. დაუმატეთ 100 გ ნაღები, აურიეთ და მოათავსეთ მაცივარში 20 წუთით.
შემდეგ დაუმატეთ ფარშს კვერცხი, მარილი და პილპილი. ათქვიფეთ მიქსერით სქელი კრემის კონსისტენციის მიღებამდე.
ბადრიჯანი გარეცხეთ და გაწურეთ, გაამშრალეთ სუფთა ჩაის ტილოთი. შემდეგ მოათავსეთ ღუმელის ფირფიტაზე და შეწვით 200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.
შემწვარ ბადრიჯნის თითოეული ნაჭერი დაასველეთ წყალში და მოათავსეთ კიდეზე 1 ჩ/კ ქათმის ფარში.
გადაახვიეთ რულეტსებად და მოათავსეთ კვლავ ღუმელის ფირფიტაზე.
დარჩენილი ფარშით გააკეთეთ ბურთები, ამოავლეთ საფანელში და მოათავსეთ ისინიც ღუმელის ფირფიტაზე ბადრიჯნებთან ერთად.
მაიონეზს შეურიეთ დარჩენილი ნაღები და დაჭყლეტილი ნიორი. წაუსვით სოუსი დალაგებულ რულეტებს და ბურთულებს.
აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთი!
გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა