სამარხვო ტორტი ანა კოსტავას რეცეპტით
"მეგობრებო, ვინც მარხულობთ, უგემრიელესი ტორტის რეცეპტი მოგართვით წინა საახალწლოდ" - გვთავაზობს ანა კოსტავა სამარხვო ტორტის რეცეპტს.
ინგრედიენტები
ბისკვიტი:
შაქარი - 1 ჭიქა
ზეთი - 0,5 ჭიქა
გაზიანი მინერალური წყალი - 1 ჭიქა
ფორთოხალი - 1 ცალი, გახეხილი ცედრა და წვენი
ვანილი - 1 შეკვრა
გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა (16გ) ან სოდა ძმრით 1 ჩ/კ
ფქვილი - 3,5-4 ჭიქა
კრემი:
წყალი - 0,5 ლ
შაქარი - 1,5 ჭიქა
ფქვილი - 1 ჭიქა
ფორთოხალი - 2 ცალი
ვანილი - 1-2 შეკვრა
ხსნადი ყავა - 2 ჩ/კ
კონიაკი
მომზადების წესები
შაქარი, ზეთი და მინერალური წყალი ავურიოთ ერთმანეთში,ჩავახეხოთ ფორთოხლის კანი და ჩავაწუროთ წვენიც, შემდეგ დავამატოთ ვანილი, გამაფხვიერებელი(ან სოდა/ძმრით) და ბოლოს- ფქვილი.
ცომი მოვათავსოთ ცხიმწამულ საშუალო ზომის ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე.
მოვამზადოთ კრემი:
0,5 ლიტრ წყალში გავხსნათ 1 ჭიქა ფქვილი, 1,5 ჭიქა შაქარი და დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი 2 ფორთოხლი(კანის გარეშე).დავდგათ ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ, სანამ ფაფა არ მომზადდება.
ბისკვიტი გავჭრათ შუაზე და ორივე ფენა დავნამოთ ყავით და კონიაკით.
კრემი ცოტა რომ გაგრილდება, მოვათავსოთ ბისკვიტებს შორის.
თავზე სურვილისამებრ მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.