ცომში გამომცხვარი დამარინადებული ქათამი
ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 4 ნაჭერი
ლიმონი - 1/4
ხმელი ბაზილიკი - 1 ს/კ
ნიორი - 6 კბილი
მსხვილი მარილი - 1-1,5 ჩ/კ
დაფქული წითელი წიწაკა\' - 0,5 ჩ/კ
ზეითუნის ზეთი - 4 ს/კ
მზა საფუვრიანი ან ფენოვანი ცომი - ან პიცის ცომი
მომზადების წესები
მოამზადეთ ქათმის მარინადე
ნიორი დაჭერით და აურიეთ ხმელ ბაზილიკთან, მარილთან, წიწაკასთან და ზეთთან ერთად.
გარეცხეთ ქათმის ფილე, შეამშრალეთ და წაუსვით მარინადე ყველა მხრიდან.
გააბრტყელეთ ცომი თხლად, გადაიტანეთ ცხიმწასმულ ტეფლონის ფორმაში. გადაიტანეთ ცომზე ქათმის ნაჭრები და მათ შორის მოათავსეთ ლიმონის ნაჭრები.
ცომის კიდეები ამოუწიეთ და ხელით გაუკეთეთ ნაკეცები. წუასვით კიდეებზე ფუნჯით ზეთი.
შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთი. მომზადების პროცესში ზემოდან ასხით ხორცისგან გამოყოფილი წვენი.
შემდეგ გამორთეთ ღუმელი და გააჩერეთ ცოტა ხნით კერძი იქვე. თუ თქვენს ღუმელს აქვს გრილის ფუნქცია, ცოტა ხნით ჩაურთეთ. თუ არადა, უბრალოდ დააყოვნეთ რამდენიმე წუთით გამორთულ და გახურებულ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!