თეგებით ძიება

სახელდახელო გოზინაყი - ბებოს რეცეპტი

ინგრედიენტები
ნიგოზი - 500 გ
თაფლი - 250 გ
შაქრის პუდრა - 3-4 ს/კ

მომზადების წესები
ნიგოზის ( სასურველია თეთრი და საღი) ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ, დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ, ისე რომ არ გაწითლდეს. გავაგრილოთ,დავნაყოთ და დავბერტყო,თან სული შევუბეროთ,სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება.

ღრმა,სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ 250 გრამი თაფლი და ცეცხლზე შევდგათ. დუღილის დროს თაფლი აქაფდება და რომ არ გადმოვიდეს, რამოდენიმე წუთით გადმოვდგათ,შემდეგ ისევ შევდგათ ცეცხლზე. როცა თაფლი დაცხრება და მშვიდად დაიწყებს დუღილს, რამოდენიმე წვეთი კოვზით ამოვიღოთ და ლამბაქზე დავაწვეთოთ. ვაცალოთ გაცივება და თუ წვეთი თითებს შუა ცომივით აგორდა, ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი. გამუდმებით ვურიოთ ხის კოვზით. დაახლოებთ 10 წუთის შემდეგ მოვაყაროთ ერთი-ორი სადილის კოვზი შაქრის პუდრა, კიდევ კარგად ავურიოთ და ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ. გოზინაყის მთელი მასა წუბასწარ გარეცხილ სველ ფიცარზე ან მომინანქრებულ სინზე ("ჟარონაზე") გადავიტანოთ და კოვზით კარგად მოვასწოროთ ,გავაბრტყელოთ და გაცივებული გოზინაყი რომ არ დაიმსხვრეს,თბილი დანით დავჭრათ ნაჭრებად.

გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა