თეგებით ძიება

25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ეცადეთ, კანონი არ დაარღვიოთ. შეიძლება გარშემო მყოფებისგან პრეტენზიები (მუქარაც კი) მიიღოთ. მოერიდეთ კამათს უფროსთან.
კურო
გაფრთხილდით ტრავმული და კონფლიქტური დღეა. მოერიდეთ აგრესიულ ადამიანებს. ნუ დაიწყებთ რთულ საქმეებს. ამ დღეს არ ღირს რთული მექანიზმების, ინფორმაციის ასათვისება.

ტყუპი
სხვა დღისთვის გადადეთ გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა, პაემანი. სპორტსმენებმა მაქსიმალურად დაიცავით უსაფრთხოებს ნორმები. ჰარმონია შეიძლება ერთმა არასწორად ნათქვამმა სიტყვამაც კი დაგირღვიოთ.

კირჩხიბი
მეტად დიპლომატიური უნდა იყოთ. ოჯახის წევრებთანაც კი. არ დაიწყოთ ახალი საქმეები, ნუ მოაწყობთ წევულებას. სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა სხვა დღეს დაიწყეთ.

ლომი
სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. განსაკუთრებით, - საჭესთან. არ დაარღვიოთ კანონი. აჩქარებით შეიძლება დალაგებული საქმეებიც კი გააფუჭოთ.

ქალწული
დილით ადრე ადექით და მშვიდად შეუდექით ყოველდღიური ვალდებულებების შესრულებას. არაფერი ახალი არ დაიწყოთ. ბიზნესმენმა ნიშნებმა არ გარისკოთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.

სასწორი
შეიძლება მოულოდნელად შეგეცვალოთ
გეგმები და რეჟიმი. დიპლომატიური ნიშნებიც კი შეიძლება მონსტრებად გადაიქცეთ. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. აგრეთვე, ფიზიკურ გადატვირთვას და ემოციურ დაძაბულობას.

მორიელი
არ მიაქციოთ ყურადღება გარშემო მყოფების კრიტიკას, უხეშობას. მოსალოდნელია შეფერხება, დაძაბულობა უცხოელ კოლეგებთან. არ გაართულოთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან.

მშვილდოსანი
გარემოს, საქმეების, გეგმის მკვეთრი ცვლილება გელით. ნუ ენდობით ადამიანებს. ერთგულებაზე გამოცდილებსაც კი. მოერიდეთ სარისკო ქმედებებსა და ექსპერიმენტებს.

თხის რქა
სხვა დღისთვის გადადეთ სტატუსის შეცვლა, ახალი თანამდებობის დაკავება, ხელშეკრულებების გაფორმება. მოთმინებით აღიჭურვეთ და მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტურ და სტრესულ სიტუაციებს.

მერწყული
სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა შორ მანძილზე. საჭესთან მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ. ნუ დაიწყებთ სასამართლო საქმეებს; ნუ გაურჩევთ საქმეებს ადამიანს, რომელიც თქვენთვის ძვირფასია.

თევზები
ნუ გარისკავთ. განსაკუთრებით, მოდასა და პროგრესს აყოლილი. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. მოერიდეთ ექსპერიმენტებს, განსაკუთრებით, სასიყვარულო სფეროში.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა