რა არ უნდა გავაკეთოთ 31 დეკემბერს: არ დარეცხოთ ჭურჭელი, არ ჩაიცვათ შავი ფერის სამოსი, არ შეიჭრათ თმა და ა.შ.
ახალი წელი მოდის და ნებისმიერი ჩვენგანის სურვილია, დამდეგი წელი ნაყოფიერი, ბარაქიანი და წარმატებული იყოს. ეზოტერიკოსები კი თვლიან, რომ არსებობს გარკვეული რიტუალები და ჩვევები, რომლის დაცვაც აუცილებელია საიმისოდ, რომ მომავალ წელს ჩვენ ცხოვრებაში წარმატება მოვიზიდოთ. გთავაზობთ ნუსხას იმის შესახებ, თუ რა სახის ქმედებები გვეკრძალება 31 დეკემბერს.
• არ შეიძლება ახალი წლის შეხვედრა ვალითა და ცარიელი საფულით.
• არ არის მიზანშეწონილი ახალი წლის დამდეგს რეცხვა, ხეხვა, წვრილმანი შრომა.
• არ შეიძლება ახალი წლის შეხვედრა ქაოსში, არეულ ოთახში.
• არ შეიძლება ახალი წლის ღამეს სამოსზე ღილების დაკერება.
• არ არის რეკომენდებული ახალი წლის საღამოს ფეხსაცმლის შეკეთება.
• არ შეიძლება ახალი წლის შეხვედრა მარტოობაში.
• არ შეიძლება საახალწლო სუფრასთან მხოლოდ ქალები ისხდნენ.
• ცუდი ნიშანია საახალწლო ღამეს ჭურჭლის დამტვრევა.
• ცუდი ნიშანია ახალი წლის ღამეს თმის და ფრჩხილების მოჭრა.
• ნუ ჩაიცვამთ შავი ფერის ტანსაცმელს.
• ნუ გაახმოვანებთ თქვენს საახალწლო სურვილს.
წყარო: astrologi.ambebi.ge