ცაგარელი: როგორ გამოვიყენოთ გოგრა და სანთლები ახალი წლის ღამეს?
31 დეკემბერს გვახსოვდეთ, რომ ჯერ ისევ ძაღლის წელი გრძელდება, ამიტომ მაგიდაზე 5 თებერვლამდე უნდა გვქონდეს ორი სიმბოლო - ტახისა და ძაღლის.
1. ძაღლის წინ პატარა ძვალი დადეთ, გნებავთ სათამაშო, გნებავთ - ნამდვილი.
ტახს კი რკო დაუდეთ.
ამით პატივს ვცემთ მათ და ისინიც პატივს გვცემენ მთელი წლის განმავლობაში.
2. ჯობია ახალ წელს სახლში შეხვდეთ, რაც შეეხება სუფრას, 31 დეკემბერს
არავითარ შემთხვევაში არ უნდა იდოს ღორის ხორცი, სამაგიეროდ, პირველ და ორ იანვარს ეს შეზღუდვა არ არის, თავისუფლად შეგიძლიათ ღორის ხორცის კერძები დააგემოვნოთ.
3. აუცილებლად უნდა შევეხოთ გოგრას. გოგრა ბარაქის და მოსავლის სიმბოლოა. ამოუღეთ გოგრას თესლი და ახალი წლის რამეს სამზარეულოში მოაბნიეთ. დილამდე იქ იყოს, რომ მოიზიდოს ფინანსური შესაძლებლობები, გადაჭრილ გოგრაში კი მოათავსეთ 3 ცალი ყვითელი სანთელი. ახალი წლის შემოსვლამდე 15 წუთით ადრე აანთეთ ეს სანთლები და მადლობა მოახსენეთ გასულ წელს, 12 საათი რომ გახდება, ამ სანთლებს ჩაუთქვით მთავარი სურვილი, რაც გინდათ, რომ მომავალ წელს მოხდეს.
წყარო: astrologi.ambebi.ge