29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი აკონტროლეთ საკუთარი სურვილები. თქვენს ქცევის მანერასა და გონებრივ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული თქვენი რეიტინგი. იყავით ელეგანტური ნებისმიერ სიტუაციაში.
კურო
რაც უფრო მეტად გაგანებივრებენ გარეშემო მყოფები მზრუნველობით, მით მეტად იგრძნობთ თავს ბედნიერად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან, ერთად შეასრულეთ საოჯახო საქმეები.
ტყუპი
თუ სამსახურის/სასწავლებს საქმეები დაასრულეთ, ჩაერთეთ საოჯახო, სადღესასწაულო სამზადისში. მაისში დაბადებულ ნიშნებს საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ.
კირჩხიბი
ნუ ეცდებით საყვარელი ადამიანის გადაკეთებას. მცირე უსიამოვნებაზე თვალი უნდა დახუჭოთ. საღამო ერთად გაატარეთ, მოამზადეთ გემრიელი კერძი, უყურეთ სასიამოვნო ფილმს.
ლომი
გაურკვეველი საქმეებისა და სიტუაციის გამო საღამომდე სტრესულ სიტუაციაში იქნებით. გამორიცხული არაა, რომ რთული დავალების შესრულება დაგავალონ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.
ქალწული
სანამ პოზიტიურ და კეთილ განწყობაზე არ იქნებით, საქმეების შესრულებას ნუ შეუდგებით. შეიძლება გაგიმძაფდეთ ინტერესი მისტიკისა და ეზოტერიკისადმი.
სასწორი
ექსკლუზიური და ანტიკვარიული ნივთების შეძენის სურვილი გაგიჩნდებათ. კარგი დღეა ძველებური ნივთების რესტავრირებისთვის.
მანდილოსნები საღამოს კაბების ყიდვას გადაწყვეტენ.
მორიელი
გადაადგილებისა და საყიდლების დღეა. ისეთ ნივთებს (სამოსი, პროდუქტი) გადააწყდებით, რომლებზეც დიდხანს ფიქრობდით. საღამოს მოერიდეთ თაღლით ადამიანებთან ურთიერთობას.
მშვილდოსანი
ნუ გადაყრით იმ ნივთებს, რომლებიც ღირებულია თქვენი ოჯახის წევრებისთვის ან კიდევ გაუხანგრძლივებთ "სიცოცხლეს". ზოგიერთს შეიძლება ყოფილი "გამოეცხადოს".
თხის რქა
საკუთარი მოთხოვნები რბილად გამოთქვით. საჩუქრები და სიურპრიზები ღიმილით მიიღეთ. ნუ დაძაბავთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან.
მერწყული
ეცადეთ, კარგად გაარჩიოთ ერთმანეთისგან ტყუილი და მართალი. აფერისტობა და საქმიანი შემოთავაზება. დალაგების, ნივთების მოწესრიგების დღეა. შეიძლება მივიწყებული სათამაშო აღმოაჩინოთ.
თევზები
დილა მშვიდ, ყოველდღიურ საქმეებს დაუთმეთ. ფანტაზიებმა შეიძლება ცვლილებებისკენ გიბიძგონ. შეიძლება განაახლოთ ძველი მეგობრობა. არაფერი კონკრეტული არ დაგეგმოთ და შეცდომებიც არ დაუშვათ.
წყარო: astrologi.ambebi.ge