თეგებით ძიება

31 დეკემბერი, მთვარის ოცდამეოთხე დღე

ორშაბათი, მთვარე გადის მორიელის ზოდიაქოს
ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა.
მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას.
არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას.
სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი შემოქმედებითი ნიჭით იქნება დაჯილდოებული.
მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. მიირთვით მსუყე საკვები და ნაკლები სითხე მიიღეთ.
თუ არ გსურთ ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ, თმის შეჭრისგან თავი შეიკავეთ.
ამ დღის ქვებია: მალაქიტი, ცისფერი ნეფრიტი, ობსიდიანი.

მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 2:31
მთვარე მორიელის ზოდიაქოში გადავა 5:23

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე მორიელში
მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
ამ დღეს რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი.
მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა