თეგებით ძიება

პირველი იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი იყავით ზომიერი ყველაფერში. ნუ გარისკავთ, ნუ ეცდებით თქვენი წესების დამყარებას იქ, სადაც მიხვალთ. მოერიდეთ უსიამოვნებას უფროსებთან.
კურო
დღე ტრადიციების დაცვით ჩაივლის. გააუმჯობესეთ გარემო თქვენ გარშემო. ზოგიერთმა სიურპრიზმა შეიძლება გაოცებული დაგტოვოთ.

ტყუპი
ზომიერება გმართებთ ჭამაშიც და სმაშიც. მოერიდეთ შორ მანძილზე მგზავრობას.

კირჩხიბი
ნუ წახვალთ საყვარელი ადამიანის და მშობლების წინააღმდეგ. ეცადეთ, საღამომდე შეინარჩუნოთ სადღესასწაულო განწყობა.

ლომი
იყავით მხიარული, მაგრამ დელიკატური. არავის აწყენინოთ. თავად კი გაფრთხილდით, არ გაცივდეთ.

ქალწული
საყვარელ ადამიანს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. განსაკუთრებით, თუ თქვენი რომანი ახალი დაწყებულია.

სასწორი
სტუმრების მიღება-გასტუმრებაში იქნებით და საკმაოდ დაიღლებით, როგორც ფიზიკურად, ასევე - ემოციურად.

მორიელი
დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოგიწევთ გეგმის შეცვლა. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან.

მშვილდოსანი
მეგობრებისთვის სიურპრიზების მოწყობითა და საჩუქრების დარიგებით იქნებით გართული. ფულსაც გაფლანგავთ.

თხის რქა
ვერ მოისვენებთ, სანამ ბოლომდე არ იტყვით იმას, რასაც ფიქრობთ. იყავით მოსიყვარულე ოჯახის წევრების, საყვარელი ადამიანის მიმართ.

მერწყული
თუ ჯანმრთელობა გაწუხებთ, დიდხანს ნუ გაჩერდებით ცივ ადგილას. მოერიდეთ აგრესიულ და კრიტიკულ ადამიანებს.

თევზები
კრიტიკას ღიმილით შეხვდით. შეიძლება მიხვდეთ, რომ მობეზრებული (ურთიერთობა, საქმე) ძველ წელს უნდა გაატანოთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა