თეგებით ძიება

ხორცისა და ბოსტნეულის ასორტი გრილზე

ინგრედიენტები
ლიმონის წვენი - 4 ს/კ
წითელი ღვინის ძმარი - 2 ს/კ
ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი - 100 მლ
დიჟონის მდოგვი - 2 ს/კ
მარილი და პილპილი
ყაბაყი (ან ცუკინი) - 2 ცალი
კარტოფილი - 200-300 გ
სტაფილო - 5-6 ცალი
ტკბილი წიწაკა - 3 ცალი
ნიორი - 1 თავი
ბადრიჯანი - 1 ცალი
ჩერი პომიდორი - 6-7 ცალი
ხორცის ასორტი - (ქათმის, ღორის, საქონლის, ბატკნის) 800 გ

მომზადების წესები
მარინადისთვის ავურიოთ ღვინო, ძმარი, მდოგვი, ზეთი, მარილი და პილპილი. ბადრიჯანი
დავჭრათ გრძელ ნაჭრებად, ცუკინი – მრგვლად. წიწაკებს ამოვაცალოთ თესლი და ერთ მხარეს ჩავჭრათ. ხორცის ნაჭრები დავჭრათ ულუფებად. მომზადებული მარინადი დაჭრილ ხორცსა და ბოსტნეულს მოვასხათ და 2-3 საათით მაცივარში დავდგათ. ბოსტნეული შევწვათ გრილზე და თან ვასხათ მარინადი. ხორცი შეგვიძლია შევწვათ გრილზე ან ღუმელში. შემწვარი ხორცი სუფრაზე ბოსტნეულთან ერთად მივიტანოთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა