თეგებით ძიება

ნამცხვარი "ჩიტის რძე"

ინგრედიენტები
ცომი:
კვერცხი - 4 ცალი
შაქარი - 2 ჭიქა
გამდნარი და შეგრილებული კარაქი - 20 გ
სოდა ძმრით - 1 ჩ/კ
მწიკვი მარილი
მწიკვი ვანილი
ფქვილი - 5-6 ჭიქა
კრემი:
რძე - 1 ლ
შაქარი - 1 ჭიქა
კარაქი - 100 გ
ვანილი
შოკოლადის მინანქარი

მომზადების წესები
ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, თანდათან დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები ფქვილის გარდა და ორთქლის აბაზანაზე
15-20 წუთი ვხარშოთ, შემდეგ შევურიოთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს, დავყოთ 3 ნაწილად, გავაბრტყელოთ თხლად და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ. კრემის ყველა ინგრედიენტი კარაქის გარდა ავთქვიფოთ და მოვხარშოთ შესქელებამდე, შეგრილებულს შევათქვიფოთ კარაქი. კრემი ნამცხვარს ფენაფენა წავუსვათ, ბოლოს მოვასხათ მინანქარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა