თეგებით ძიება

მსუბუქი სუპი თევზით

ინგრედიენტები
ხახვი - 1 თავი
სტაფილო - 1
კარტოფილი - 1-2
თეთრი თევზი - 200 გ
ორაგული - 200 გ
მარილი და პილპილი
მწვანილი
დაფნის ფოთოლი - 1

მომზადების წესები
თევზის ნაჭრები კარგად გავრეცხოთ, გავაცალოთ ფხები და კანი. კარტოფილი დავჭრათ კუბებად, სტაფილო ჩხირებად.
2 ლიტრი მდუღარე წყალში ჩავდოთ გაფცქვნილი ხახვი და სტაფილო, ვხარშოთ 5 წუთი. შემდეგ ჩავამატოთ კარტოფილი და კიდევ რამდენიმე წუთი ვხარშოთ. ამის შემდეგ ფრთხილად ჩავდოთ თევზის ნაჭრები და ცოტა მარილი დავამატოთ. წამოდუღების შემდეგ თუ ქაფს წამოიღებს, მოვაცალოთ. დავამატოთ დაფნა.

ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე . ბოლოს დავამატოთ პილპილი და დაჭრილი მწვანილი, ოხრახუში ან კამა

ბულიონის მოსამზადებლად შეგვიძლია თევზის ნარჩენები - თავი, კუდი, ფარფლები გამოვიყენოთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა