როგორია თქვენი სიყვარულის ენა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ადამიანები ინდივიდუალურად გამოვხატავთ სიყვარულს. გაინტერესებთ როგორია თქვენი ან თქვენი რჩეულის სიყვარულის ენა?
ტყუპი
ამ ნიშნით დაბადებული სივარულს, პირველ რიგში, ვერბალურად გამოხატავს, ანუ მეორე ნახევარს ესაუბრება იმას, რაც მხოლოდ შეყვარებულმა ადამიანმა შეიძლება წარმოთქვას. ის არ ერიდება სიტყვა "მიყვარხარს" და ცდილობს ურთიერთობა საინტერესო გახადოს. ტყუპის სიყვარულის ენა მარტივია და მოკლებულია ქარაგმებს. ერთადერთი სირთულე მასთან რომანტიკული რთიერთობისას არის მცირე გაურკვევლობა, რომელიც ამ ნიშნით დაბადებულის ცვალებად ხაისათსა და გადაწყვეტილებებს სდევს თან.
კირჩხიბი
კირჩხიბი სიყვარულს, პირველ რიგში, საქმით გამოხატავს. ის გამუდმებით ზრუნავს თქვენზე, თქვენ შესახებ ყოველი დეტალი ახსოვს, ისეთი წვრილმანებიც კი, რომელიც თავადვე გავიწყდებათ. ამ ნიშნით დაბადებული გარდა მზრუნვლობისა, გავსებთ სითბოთი. მისი სიყვარულის ენა ღრმა და ზოგჯერ ფილოსოფიურია. მოსწონს ხოტბის შესხმა და საყვარელ ადამიანთა გაფეტიშება.
ლომი
ქალწული
ზებუნებრივად დისციპლინირებული, მიზანდასახული და დეტალებზე ორიენტირებული ქალწული ურთიერთობაში თვალს ხუჭავს ყველაფერ იმაზე, რაზეც სხვა შემთხვევაში ყურადღებას გაამახვილებდა. მოწადინებულია დაეხმაროს პარტნიორს და წინსვლაში დაეხმაროს. მისი სიყვარულის ენა ძალიან ჰგავს მეგობრის მამოტივირებელ რჩევათა კრებულს.
სასწორი
სასწორი მთელ თავის ქარიზმას საყვარელი ადამიანისკენ მიმართავს. ის არის ყველაზე რომანტიკული ნიშანი, რომელიც პარტნიორსპარალელურ რეალობაში ეზიდება. საწორის სიყვარულის ენა არის ჰამრონიული, დაბალანსებული და რბილი.
მორიელი
ამ ნიშნით იბადებიან უზომოდ ემოციური, მგრძნობიარე და პარტნიორზე მიჯაჭვული ადამიანები. მორიელს შეუძლია ავადმყოფურად მოიქცეს ურთიერთობაში, გადამეტებულად იეჭვიანოს, პარტნიორი შეამოწმოს და თან თავად თავისუფლების დიდი დოზა მოითხოვოს, მაგრამ ამ ზღვარგადასულობას აბალანსებს მისი გულწრფელი გრძნობები. მორიელის სიყვარულის ენა არის ვნებით გაჯერებული.
მშვილდოსანი
მშვილდოანი ენით კი არა, შეხებით მეტყველებს. ამ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ნახევარს ხშირად კოცნიდეს, ესიყვარულებოდეს და საშუალება
ჰქონდეს დაკავდეს სექსით ყველგან და ყოველთვის სადაც მოესურვება. ასევე, მშვილდოსანი სრულ თავისუფლებას ანიჭებს პარტნიორს, რითაც ურთიერთობას მარტივს და სასიამოვნოს ხდის.
თხის რქა
თხის რქა ის ნიშანია, რომელიც დედამიწაზე მყარად რჩება და მაშინაც კი არ მიფრინავს ღრუბლებში, როცა ძალიან შეყვარებულია. შესაძლოა იმიტომ რომ მისთვის რომანტიკული ურთიერთობები პრიორიტეტი არ არის, მაშინაც, როცა გულის სიღრმეში სულაც არ უნდა მარტოობა. თხის რქის სიყვარულის ენა სხარტი, მოზომილი და ცოტათი დისტანციურია.
ვერავინ იყენებს სიტყვებს ისე ოსტატურად, როგორც მერწყული. შესაძლოა მერწყუმა სიყვარული საქმით არ დაგანახოთ, მაგრამ ლამაზ სიტყვებს არასდროს დაგამადლით. ამ ნიშნით აბადებული ადამიანების სიყვარულის ენა ინტელექტუალურია, ცოდნასა და გამოცდილებას ეყრდნობა. შეუძლია სიყვარულზე დაიწყოს საუბარი და ატომური იარაღის განხილვაზე გადავიდეს, ასე რომ მის გვერდით არასდროს მოიწყენთ.
თევზები
თევზების სიყარულის ენა ცოტათი მელანქოლიურია. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის სიყვარული სპეტაკი გრძნობაა. თავიდან არარეალურ, უფრო სწორად, სუბიექტურ სამყაროში ცხოვრობს და ნელ-ნელა სიყვარულის ბნელ მხარესაც ეცნობა და ზოგჯერ იმედები უცრუვდება. თუ თევზს შეუყვარდა, ეყვარება ღრმად და ძლიერად.
ვერძი
ვერძის სიყვარულის ენა ცოტათი მწარე და იუმორით სავსეა. მას შეუძლი სიყვარული ხუმრობით გამოხატოს.
კუროს სიყვარულის ენა? ის მდუმარეა... სიყვარულს გადმოსცემს თვალებით, ღიმილითა და მოთმინებით.
წყარო: astrologi.ambebi.ge