თეგებით ძიება

ბოროტმოქმედი ქალების ჰოროსკოპი: რამდენად ბოროტი ხართ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ყველა ცოტათი ალქაჯი, ეშმაკისეული და ბოროტმოქმედი ვართ – ეს ფაქტი კამათს არ ექვემდებარება. დარჩა გავარკვიოთ, რა ბოროტებაა თითოეულ ჩვენგანში დამალული.

თხის რქა – მირანდა პრისტლი, "ეშმაკი ატარებს პრადას"
თხის რქას საერთოდ არ აინტერესებს ისეთი მწირი და არაფრისმთქმელი მცნება, როგორც ბოროტმოქმედებაა. რადგან ნამდვილი ბოროტმოქმედი ცუდი საქმისთვის უამრავ დროს ხარჯავს, ხოლო ანაზღაურება ამისთვის მიზერულია. რა აზრი აქვს ამას? თხის რქა ბოროტმოქმედებს არა შინაგანი მოთხოვნილებით, არამედ გარემოებების მიხედვით. ეს კი ყველაზე საშიშია. რადგან თუკი თხის რქასთან ერთად საქმეს აკეთებთ, ჩათვალეთ, რომ ბოლოს ბოგიღებთ:
ქალბატონი – თხის რქა სულს ამოგაცლით. არა იმიტომ, რომ მას ასე მოწონს, არამედ იმიტომ, რომ მისი მორჩილი გაქხდეთ. თუ არ გინდათ, არავინ გიჭერთ. მაგრამ მზად იყავით, რომ ამის შემდეგ ხელს აღავინ გამოგიწოდებთ. ამაზე კი თხის რქა იზრუნებს.

Astrologia


მერწყული – ელვირა, "სიბნელის მბრძანებელი"

მერწყული  მსოფლიოში ყველაზე სასიამოვნო ბოროტმოქმედია. მას გულწრფელად არ ესმის, რა საჭიროა გაუკეთო ვინმეს ბოროტი, როცა შესაძლებელია გაუშვა ყველა, ვინც ნერვებს გიშლის და იპოვო ვინმე ბევრად მიმზიდველი და სასიამოვნო. მაგრამ ბოროტს არ სძინავს და თხის რქას კვლავ მუდოების, სულელებისა და იდიოტების საზოგადოებაში ამოაყოფინებს თავს. და ის მათგან იწყებს თავის დაღწევას: აწყობს სკანდალების პროვოცირებას, ერთმანეთს დარევს ძველ მოკავშირეებს, მოხიბლავს მის მიმართ ცუდად განწყობილ ტიპებს და თუ საჭირო გახდა, ბაყაყსაც ჩაუგდებს მტერს წვნიანში. მაგრამ მერწყულის რა ბრალია, თავად დაიწყეს.

Astrologia


თევზები – სანტანიკო პანდემონიუმი, "გათენებიდან დაღამებამდე"
ოოო, თევზი – ბოროტების განსახიერებაა. ის ბოროტება, რომელიც საფლავში რომ იყოთ, მაინც ამოგთხრით. მაგრამ თქვენ ვერსად წახვალთ, რადგან თევზი მსხვერპლს მაგნიტივით იზიდავს. მას არაფრის თქმა არ ჭირდება ამისთვის, უბრალოდ მრავალმხრივად შეხედავს და ჰოპ! – მსხვერპლი უკვე მუხლებზე დგას და ჰალსტუხს იხსნის, იმიტომ, რომ სუნთქვა უჭირს. თევზი კი საცოდავს ჯერ უფლებას მისცემს, რომ ფეხები დაუკოცნოს, შემდეგ კი ურჩხულად გადაიქცევა და ცეცხლის ალში გახვევს.

Astrologia


ვერძი – სერსეა ლანისტერი, "სამეფო კარის თამაშები"
ძალიან მარტივია უბიძგო ქალბატონ ვერძს ბოროტმოქმედების ჩადენისკენ – საკმარისია, არ მისცე მას ის, რაც მის გულს გაუხარდება. მის გულს კი პატარა რამ არ უხარია... ასე რომ, თუკი სადმე ერთი სამეფო გიგდიათ, მიეცით მას და თქვენც ბოროტების, სახელად ვერძი, გვერდით დასახლდით. მაგრამ თუკი ვინმე მოისურვებს ვერძის სამეფო გვირგვინს შეეხოს, ილოცოს. თუ უშველის, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ვერძის მსხვერპლს ადრე თუ გვიან მაინც დაეცემა მოულოდნელად თავზე აგური. ვერძი ბოროტებას პედანტურად და დახვეწილად სჩადის.

Astrologia


კურო – ანჟელიკა ბუშარი, "ბნელი ჩრდილები"
კურო ბოროტებას არ მიმართავს, სანამ ყველაფერი რიგზეა. უფრო სწორად, ისე, როგორც კუროს აწყობს. კუროს კი ნებავს, რომ ყველა ირგვლივ საკუთარ საქმეს აკეთებდეს და მის საქმეში არ ერეოდნენ, ასევე სურს, რომ მას ემორჩილებოდნენ. მაგრამ კურო ვერ იტანს, როცა მის საკუთრებას ეხებიან. ან ვინმე თვლის, რომ ის კუროს საკუთრება არ არის? კუროს შეუძლია უცებ გადაიქცეს ალქაჯად და დასჯის იმასაც, ვინც მის




საკუთრებას შეეხო, თავად საკუთრებასაც და 10 კილომეტრი რადიუსით ვინც გადაეყრება, ყველას – უბრალოდ იმისათვის, რომ არ მოდუნდეს. შემდეგ კი წავა და მიირთმევს ჩაის ფუნთუშით, რადგან ბოროტმოქმედება – კარგი და საინტერესო რამ არის.

Astrologia

ტყუპი – ეშმაკისეული, "სურვილებით დაბრმავებული"
ტყუპი ბოროტებას ბოროტებისთვის კი არა, ხელოვნებისადმი სიყვარულის გამო სჩადის: პირველ რიგში ნამდვილი ბოროტმოქმედება – ეს შესანიშნავი ვარჯიშია ტვინისთვის, მეორეც – ბოროტების გაკეთებას ფანტაზია სჭირდება, ამ ამბავში კი ტყუპი ნამდვილად არ მოიკოჭლებს და მესამე, ტყუპს ძალიან აინტერესებს, როგორ დაიძვრენს თავს მსხვერპლი. და მიხვდება თუ არა ის, ვინ მოექცა ასე. და რა სახე ექნება, როცა ამას მიხვდება. მოკლედ, ტყუპი – დემონია, რომელიც ოდესღაც ანგელოზი იყო და არავის ბოროტს არ უსურვებდა. მიიყვანეს ამ ზომამდე და რა ექნა?

Astrologia


კირჩხიბი – მალიფისენტა
კირჩხიბისთვის ბოროტება უცხო მცნებაა, რადგან მას ყოველთვის ახსოვს, რომ დედამიწაზე ყველაზე ხელიდან წასულ ნაძირალასაც ყავს დედა, რომელსაც ის უყვარს. ამიტომაც ქალი – კირჩხიბი ცდილობს, არავის აწყენინოს – იქამდე, სანამ აქეთ არ აწყენინებენ. მაშინ ის შეურაცხყოფილი სახით წავა, დაიმალება ნიჟარაში და იქნება იქ თავის განცდებთან მარტო იქამდე, სანამ იქვე არ ატირდება ვიღაც მიტოვებული ბავშვი, რომელსაც მზრუნველობა სჭირდება. მაშინ კირჩხიბი გამოძვრება და ჰკითხავს: "ვინ გაგაბრაზა, პატარავ?" გაიგებს რა ნაძირლის ვინაობას, კირჩხიბი ბოროტების ჩასადენად გაემართება: კლავს ნაძირალას და თან ირგვლივ ყველაფერს წვავს – ყოველი შემთხვევისთვის. და ბრუნდება საცოდავ ბავშვთან კანფეტებითა და სათამაშოებით ხელში.

Astrologia
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა