2019 წლის თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი: ვინ დაშორდება და ვინ შეურიგდება პარტნიორს? ვინ გაიცნობს მომავალ მეუღლეს და ვის ელოდება სასიამოვნო თავგადასვალი?
პირადი ცხოვრება თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შეკითხვები დაგიგროვდათ და გაინტერესებთ რა გელოდებათ თებერვალში, გთავაზობთ სასიყვარულო ჰოროსკოპს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.
ვერძი
თებერვალი აღმოჩნდება თვე, როდესაც ნამდვილად ვერ მოიცლით სიყვარულისა და რომანტიკისთვის. ზოგიერთ ვერძს აწყენინებს საყვარელი ადამიანი, ან თხოვნაზე უარს ეტყვის და გულს დაწყვეტს. მარტოხელა ვერძების ცხოვრებაში გამოჩნდებიან სერიოზული ურთიერთობით დაინტერესებული ადამიანები, მაგრამ ვერძი გადაწყვეტს ხელი ჰკრას მას. ნუ იჩქარებთ მის გაგდებას.
კურო
თებერვალში ზოგიერთი კურო იგრძნობს, რომ მისი პირადი ცხოვრება საგრძნობლად გამოშრა, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც 2018 -მა წელმა მძაფრი ემოციები და შთაბეჭდილებები აჩუქა. ამ ნიშნით დაბადებულებს, რომლებიც
არც თუ ისე დიდი ხანია ურთიერთობაში არიან, წვრილმანი პრობლემების გადაჭრა მოუწევთ, გამორიცხული არ არის მოკლევადიანი დაძაბულობა და კონფლიქტი პარტნიორებს შორის, რაც სწრაფადვე მოგვარდება, თუ გამოიჩენთ მოთმინებას და მიმტევებლობას. მარტოხელა კუროებისთვის თვის ბოლო კვირა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართება.კურო, რომელიც დიდი ხანია რომანტიკას გაურბის, აღმოაჩენს, რომ მარტოობამ დაღალა.
ტყუპი
თებერვალში ტყუპი წარსულ ურთიერთობებს გადაავლებს თვალს და გააცნობიერებს, რომ გაიზარდა, ფასეულობები შეეცვალა და შეცდომებზე ისწავლა. თებერვალში მოსალოდნელია მოვლენა, რომელიც აღარსდროს
დაგავიწყდებათ. ტყუპი, რომელსაც მეორე ნახევარი ჰყავს, მისგან სასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი, რომელსაც ოდესღაც გული გაუტეხეს და მის მერე მარტოობას ამჯობინებს, თებერვალში პოტენიურ მეუღლეს შეხვდება, ამიტომ ფართოდ გაახილეთ თვალები და დააკვირდით ხალხს, რომელიც თქვენ გარშემო ირევა.
კირჩხიბი
თქვენი პარტნიორი ძალიან დაიღალა... თქვენც დაიღალეთ. იანვრის ბოლო კოფნლიქტებით იყო სავსე, მიუხედავად იმისა, რომ პირველმა კვირამ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა. საქმე ისაა, რომ უთანხმოებები არ დასრულდება, სანამ რაიმეს არ შეცვლით. კარგად გაანალიზეთ მიზეზი და მოსპეთ, ან თუ არ ამოძირკვავთ,
შეამსუბუქეთ მაინც, რომ ასეოდენ მწვავედ აღარ აღიქვამდეს თქვენი პარტნიორი. თებერვალი, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დაუთმოთ პირადი ,,ფრონტის" მოწესრიგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელი შეგეშლებათ სამსახურშიც და სწავლაშიც. თუ ამას შეძლებთ, ნამდვილად გახდებით წყვილი, რომელსაც ვეღარაფერი დაამარცხებს.
მარტოხელა კირჩხიბებო დროებით მიჰყევით დინებას და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება.
ლომი
თავისუფალ ლომებს ჰობი დაეხმარებათ პარტნიორის პოვნაში, ამიტომ თებერვალს აუცილებლად გამონახეთ დრო და დაკავდით იმით, რაც გსიამოვნებთ. არ მოერიდოთ ხალხმრვალ ადგილებს და ნურავის გაისტუმრებთ უარით, თუ წვეულებაზე დაგპატიჟებენ. ის ლომები, რომლებიც რომანტიკულ ურთიერთობაში არიან, როგორც იქნა, მიაღწევენ ნანატრ სიმშვიდესა და ჰარმონიას. თებერვალს სრულად შეიგრძნობთ იმ პლუსებს, რომელიც სიყვარულს ახლავს თან. ელოდეთ შეყვარებულის / მეუღლის თანადგომას ყველა საკითხში.
ქალწული
თებერვალი ქალწულებისთვის მეტ-ნაკლებად სტაბილურად ჩაივლის. დადებით ძვრებს მარტიდან უნდა ელოდოთ. თქვენს ურთიერთობაში მხოლოდ მარტიდან გაიზრდება ჰარმონიისა და ბედნიერების მაჩვენებელი.
მანამდე კი მოგიწევთ საკუთარ თავზე მუშაობა. დაკარგული თავდაჯერებულობა უნდა აღიდგინოთ. ნუ ელოდებით გარემომცველი საზოგადოებისგან დაფასებას, თქვენი მეორე ნახევრისგანაც კი, თუ თავადვე არ სცემთ თავს პატივს. პარტნიორთან ამ თვეში ისეთ საკითხებზე საუბარი მოგიწევთ, რომელიც წინათ არასდროს განგიხილიათ, შესაძლოა ამან უფრო დაგაახლოვოთ კიდეც. თავისუფალი ქალწულების დიდი ნაწილი კარიერაზე იქნება გადართული, ამიტომ სიყვარულზე საფიქრელად დრო ფაქტობრივად არ დარჩებათ, თუმცა ის ქალწულები, რომლებიც ახალი დაშორებულები არიან ყოფილ-შეყვარებულთან/მეუღლესთან მონატრებას და სევდას იგრძნობენ.
სასწორი
გასულ წელს ურანმა ცოტათი
გაგაწვალათ და რომანტიკული ურთიერთობა აგირიათ. სამაგიეროდ, 2019 წელს გაცილებით უფრო გამარტივდება საყვარელ ადამიანთან კომუნიკაცია და ერთმანეთის გაგებას ხშირად უსიტყვოდაც შეძლებთ. თებერვალში გაუმჯობესდება თქვენი სქესობრივი ცხოვრება. გამოცდით სიამოვნებას, რომელიც უწინ არასდროს მიგიღიათ. ამ ნიშნით დაბადებულმა ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს ორიენტაცია და ცხოვრების სტილი. დაოჯახებულ სასწორებს ახალი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ, რომელაც ვერ გაუმკლავდებიან, თუ მეუღლეს არ დაიხმარენ.
ნუ მოგერიდებათ მისი შეწუხება, როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოს, გახსოვდეთ, ცოლ-ქმარი ერთი ორგანიზმია.
მორიელი
თებერვალში მორიელი ბევრ სიახლეს შეიტყობს სიყვარულზე. აღმოაჩენს რომ ზიგიერთი მისი შეხედულება მცდარი იყო, მაგრამ სწავლა სიბერემდეო, ხომ ნათქვამია?
ამ თვეში საყვარელ ადამიანს ნაკლებად ატკენს გულს და გახდება შედარებით დამთბობი, რაც დადებითად აისახება მათ საერთო მომავალზე. შესაძლოა მეორე ნახევრისთვის სიყვარულის დამტკიცება მოუწიოს. იმ მორიელებს, რომლებიც თავისუფლები არიან, საინტერესო ნანცობობა ელით, მაგრამ ყველაფერი მსუბუქი ფლირტიოთ შემოიფარგლება. ნამდვილი სიყვარულს თებერვალში არ შეხვდებით.
მშვილდოსანი
თებერვალში გაიზრდება თქვენი თვითრწმენა და ქარიზმატულობა, რაც საშუალებას მოგცემთ ნებისმიერი ადამიანი დაიპყროთ - ისიც კი, ვინც დიდი ხანი მიუწვდომელი გეგონათ - მაგრამ, შესაძლოა, ნადავლის ხელში ჩაგდებისთანავე მისადმი ინტერესი გაგინელდეთ. თქვენზე უკეთესად ვინ იცის, რაოდენ მალე გბეზრდებათ ყველა და ყველაფერი: ურთიერთობები, ადამიანები, ადგილები და ქცევები. ზოგიერთი მშვილდოსანი თებერვალში წერტილს დაუსვამს რომანტიკულ ურთიერთობას და ნანატრი თავისუფლებით დატკბება. დანარჩენები კი მყუდროებას იპოვიან მეორე ნახევართან. ხშირი იქნება საღამოები, როცა ერთად ჩათბებით ლოგინში და ფილმს უყურებთ ან გათენებამდე ილაპარკებთ.
თხის რქა
დრო და სივრცე დაგაშორებთ საყვარელ ადამიანთან. თავიდან ვერ იგრძნობთ მონატრებას, მაგრამ ორი კვირაც არ გავა, მიხვდებით რაოდენ ცარიელია თქვენი ცხოვრება მის გარეშე და ეცდებით, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეთ უკან. თხის რქებს, რომელთაც გევრდს არავინ უმშვენებს, თაყვანისმცემელი გამოუჩნდებათ, რომელიც თავგადასავლებსა და ვნებას ჰპირდება. მისცემთ თუ არა ახალ ურთიერთობას შანსს, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
მერწყული
თებერვალში თქვენს ურთიერთობაში არეულობა და გაურკვევლობაა მოსალოდნელი, მაგრამ მოვლენები წრაფად განვითარდება და ყველაფერი დალაგდება, თუ, ბოლოს და ბოლოს, სერიოზულ ნაბიჯს გადადგამთ. იქნებ, დროა ცოლი მოიყვანოთ ან გათხოვდეთ? თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, ერთი მნიშვნელოვნი ფაქტი უნდა გაითავისოთ, სიყვარული არ არის მხოლოდ პატიება, სიყვარულია ერთმანეთის შეცდომების გააზრება. ნუ დახუჭავთ თვალს პარტნიორის საქციელზე, თუ არ მოგწონთ და სწორად არ მიგაჩნიათ. ამ შემთხვევაში, პრობლემები დაგროვდება და, ბოლოს, ვულკანივით იფეთქებს. თუ თქვენ მარტოხელა მერწყული ხართ, დატკბით თავისუფლებით, რადგან მალე გამოჩნდება პიროვნება, რომლის გამოც არა ერთ დათმობაზე წასვლა მოგიწევთ.
თევზები
მოგენატრებათ შეყვარებული / მეუღლე, რადგან გაგიიშვიათდებათ მასთან კომუნიკაცია. მონატრება კი სიყვარულს გაამძაფრებს. შესაძლოა ერთი პერიოდი ფიქრობდით, რომ თქვენმა გრძნობებმა მიიძინა, მაგრამ თებერვალში ყველა კითხვაზე პასუხს იპოვოთ, დამშვიდდებით. ზოგიერთი თევზი მომავალ მეუღლეს ინტერნეტის საშუალებით გაიცნობს. თევზები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ჩაერთნენ რომანტიკულ ურთიერთობაში, დარწმუნდებიან საკუთარი გრძნობების სიმყარეში.
წყარო: astrologi.ambebi.ge