თეგებით ძიება

რა გავაკეთოთ იმისთვის,რომ კვირა წარმატებით დასრულდეს? - რეკომენდაცია ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

იანვარი განსხვავებულად წარიმართა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.გაინტერესებთ, როგორ უნდა დააგვირგვინოთ კვირა ნაყოფიერად? წაიკითხეთ და გაითვალისწინებთ ვარსკვლავების რჩევები.



ვერძი
კონცენტრაცია მოახდინეთ იმ საქმეზე,რომელშიც თვის დასაწყისიდანვე ჩართული ხართ, იზრუნეთ საკუთარი მიზნების მისაღწევად, ნუ მისცემთ თავს უფლებას შრომამ ფუჭად ჩაიაროს. ერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენთვის ოდესმე უსიამოვნო სიტუაცია შეუქმნიათ.


კურო
იანვარი კუროებისთვის ფულადი დანაკლისით დაიწყო, იმ შემთხვევაში თუ ფარ-ხმალს არ დაყრით, ფინანსური კუთხით, კვირის წარმატებული ფინალი გელით. ენდეთ მხოლოდ ოჯახის წევრებს. მათ მიერ შექმნილი მყუდრო გარემო დაგეხმარებათ განთავისუფლდეთ ნეგატიური ფიქრებისგან.

Astrologia


ტყუპები
მთელი თვე იუპიტერი გებრძოდათ, როგოც ფინანსურ, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებში ყველაფერს გირთულებდათ. კვირის ბოლოს გაუფრთხილდით „ჯიბეს“ და ფულს უსარგებლო ნივთებზე ნუ გაფლანგავთ. რაც შეეხება პირად ურთიერთობას, უყურადღებოდ არ დატოვოთ და დააფასეთ პარტნიორი. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა მასთან კომუნიკაცია გაგირთულდეთ.



კირჩხიბი
იმისათვის,რომ ეს კვირა კარგად დაასრულოთ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ თქვენ გარშემო შექმნილ კონფლიქტს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და იზრუნეთ საკუთარ ბედნიერებაზე. თუ ჩვეულ კურსს არ გადაუხვევთ და სირთულეებს არ შეუშინდებით, მიუხედავად მცირე უთანხმოებებისა, წარმატებული კვირის ბოლო გელით.
Astrologia


ლომი
თქვენი უპირველესი მიზანი რუტინასთან შეგუებაა ამ კვირაში. ჩვეულებრივ, რუტინა განგრევთ, მაგრამ უნდა შეეგუოთ არასასიამოვნო აფქტს: ცხოვრება ყოველთვის მოულოდნელობებით სავსე არ არის. ყოფილ პარტნიორთან დაბრუნება სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ.


ქალწული
ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, კვირის წარმატების საწინდარი ქალწულისთვის მოდუნებაა. უარი თქვით რამდენიმე საქმის ერთად კეთებაზე, დაასვენეთ გონება წესრიგზე ფიქრისგან. ნუ შებოჭავთ გრძნობებსს, მიეცით მათ თავისუფლება.

Astrologia
სასწორი

ტყუპების მსგავსად, იუპიტერი თქვენს იღბალსაც ებრძვის, კარგი იქნება, თუ არ აჰყვებით ეშმაკურ ცდუნებებს. გეგმები, რომელთა განხორციელებასაც 2019 წელს აპირებთ არ გაამხილოთ. არ დაადანაშაულოთ საკუთარი თავი უახლოეს მეგობრებთანაც კი, განსაკუთრებით თუ დაუმსახურებლად მოგექცნენ და თავი დაიცავით.



მორიელი


მორიელები იანვრის დარჩენილ დღეებს შესაშური სიმშვიდით გაატარებენ. მხოლოდ ამ კვირაშია (25-26 იანვარი) მოსალოდნელი




შფოთვა. იზრუნეთ ახლობლებსა და ოჯახის წევრებზე. გააძლიერეთ საიმედო კავშირები. ნუ დაემონებით შურსა და ბოღმას.



მშვილდოსანი
იმისათვის,რომ კვირა წარმატებით დასრულდეს აუცილებელია ცხოვრებისეული პრიორიტეტების ახლიდან განსაზღვრა.ენდეთ საკუთარ თავს და არ შეუშინდეთ დაძაბულ ვითარებას.მოერიდეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ფინანსური კუთხით.იმისათვის,რომ სამსახურში პოზიციები გაამყაროოთ აკეთეთ მეტი საქმე და ნაკლები ილაპარაკეთ.
Astrologia

თხის რქა
ხელსაყრელი დღეები მოდის თანამშრომლობისთვის. კვირის ბოლოს ვარსკვლავები არავის სწყალობენ ისე, როგორც თხის რქებს. იპოვეთ მოტივაცია საკუთარ თავში და იყავით ენერგიულები, ისე როგორც არასდროს. კვირის წარმატებით დაგვირგვინებისთვის აჯობებს გარშემომყოფებთან თბილი კავშირი შეინარჩუნოთ.



მერწყული
ნუ გააკრიტიკებთ ადამიანებს, საკუთარი აზრები თქვენთვისვე დაიტოვეთ, თორემ კონფლიქტს ვერ აირიდებთ. საქმე ისაა, რომ ფარული მტერი გყავთ, რომელსაც ენის მიტანა არ დაეზარება. ამ კვირაში არც სხვებისთვის თქვენი პრობლემების გაზიარება ღირს. ,,დუმილი ოქროა“ - ხომ ნათქვამია?



თევზები
ახლა ის პერიოდია,როცა იუპიტერის წყალობით ნებისმიერ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეგიძლიათ შემოაბრუნოთ. არ შეუშინდეთ უთანხმოებას სამსახურში და არავის მისცეთ უფლება განწყობა გაგიფუჭოთ. კვირის წარმატებით დასასრულისთვის კარგი იქნება თუ დაისვენებთ.

წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა