4 თარიღი 2019 წელს იდეალური ქორწინებისთვის: როდის შექმნით მყარ ოჯახს?
შეყვარებული ხართ, მაგრამ ოჯახის შექმნისთვის მზად არ ხართ, ან ორჭოფობთ მრავალი ფაქტორის გამო? საქმე ისაა, რომ 2019 წელს არაჩვეულებრივი შანსი გეძლევათ ოჯახის სწორად დასაგეგმად. გთავაზობთ 4 თარიღს, რომელიც იდეალურ ქორწინებასა და სიამტკბილობას გპირდებათ:
31 იანვარი - 24 თებერვალი
21 ნოემბერი - 15 დეკემბერი
კარგი ვარსკვლავური კომბინაციაა წყვილებისთვის, რომლებიც უკვე დიდი ხანია, იცნობენ ერთმანეთს. სატურნი გარკვეული კონსერვატიზმის, პატივისცემის ნიმუშია. ვინც წელიწადზე ნაკლები დრო იცნობს ერთმანეთს, სჯობს, ამ პერიოდში ქორწინებისგან თავი შეიკავოს. ეს დრო ახალი ურთიერთობებს ნაკლებად წაადგება, ხოლო მათთვის, ვისაც დიდი
ხანია, უყვართ ერთმანეთი, ენდობიან ერთმანეთს და მათთვის ქორწინების გაფორმება მხოლოდ ფორმალობაა, ძალიან კარგი დროა, განამტკიცონ ურთიერთობები ქორწინების რელიგიური რიტუალით. სატურნი მფარველობს რელიგიას, ერთგულებას, ფიცს, ამიტომ თქვენს ქორწინებაზეც პოზიტიურ ზემოქმედებას მოახდენს.
ვენერა თევზების თანავარსკვლავედში
16 აპრილი - 10 მაისი
სიყვარულის პლანეტა თავისი ეგზალტაციის ნიშანში კარგი განლაგებაა. ამ განლაგების შეფერხება ნაწილობრივ შეუძლია იუპიტერისა და სატურნის რეტროგრადულ სვლას, ასევე სატურნის კეტუსთან შერწყმას, რადგან ეს დააბრკოლებს ვენერას ვიბრაციას, სიმსუბუქესა და სპონტანურობას. მაგრამ შესაძლებელია ვენერას ენერგიაზე დაყრდნობა და ამ პერიოდის დადებითად, პრობლემების გარეშე გავლა.
4-28 ოქტომბერი
ასტროლოგების აზრით, ეს ყველაზე იდეალური პერიოდია 2019 წელს ოფიციალური ქორწინებისთვის. გამოიყენეთ მისი ძალა საზეიმო ცერემონიისთვის, საქორწინო მოგზაურობისთვის. ოქტომბერში შეყვარებულების გულები ძალუმად აძგერდება და ბედნიერების ტალღით დაიფარება. წყვილები თავს უბედნიერესად იგრძნობენ, ანუ მათი თანაცხოვრება მშვენივრად დაიწყება.
წყარო: astrologi.ambebi.ge