თეგებით ძიება

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი საქმეების მარტივი გზით მოგვარება არ გამოგივათ. სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. დიპლომატიურად დაიცავით თქვენი უფლებები. დაისახეთ კონკრეტული მიზანი (ქორწინება, კარიერა, ფული).
კურო
დღეს განვითარების სწორ მიმართულებას აირჩევთ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. შეიძლება ზოგიერთ მოვლენაზე შეგეცვალოთ შეხედულება. გაიუმჯობესეთ გარეგნობა.

ტყუპი
თუ სირაქლემასავით თავს ქვიშაში ჩაყოფთ, პრობლემები თავისით არ მოგვარდება. მეტად იზრუნეთ ფინანსური მდგომარეობისა და პირადი ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.

კირჩხიბი
დღეს მაქსიმალურად დიპლომატიური უნდა იყოთ. ისე მოიქეცით, რომ ბალანსი დაიცვათ პირად ამბიციურობასა და მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ კლიენტი, ცხოვრების მეგზური...

ლომი
გარემოების მიხედვით იმოქმედეთ. შეიძლება შეგეცვალოთ დღის განრიგი, მკურნალობის წესი. ზოგიერთი შეიძლება ძველი ვალდებულებების შესრულებას შეუდგეს, ზოგი ძველ დიეტას, საქმეს დაუბრუნდეს. გაითვალისწინეთ სხვათა მოთხოვნები, გემოვნება.

ქალწული
შეიძლება საყვარელი ადამიანის ჭირვეულობამ მოთმინების ფიალა აგივსოთ. პაემანი შეიძლება გადაიდოს. ცვლილებებია მოსალოდნელი ფინანსურ სფეროში.

სასწორი
რასაც უნდა აკეთებდეთ, დააკვირდით დეტალებს. მეტ ყურადღებას ითხოვს საბინაო, მოქალაქეობის მიღების, იპოთეკის საკითხები. შეიძლება დაუბრუნდეთ ძველ საქმეებს; ან ისევ ძველ ბინაში გადახვიდეთ საცხოვრებლად.

მორიელი
უსიამოვნებები არ შეგექმნებათ, თუ დღის განრიგი და საქმეები სწორად გაქვთ გადანაწილებული. იყავით
ფრთხილი, თუ დამოკიდებული ხართ სხვათა შეფასებაზე, სხვის ფულზე. ზოგიერთი მკაცრ შემოწმებას გაივლის.

მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ პირადი და უძრავი ქონების საკითხების მოგვარებას. რაც უფრო ხელგაშლილი იქნებით, მით მეტი ვალის აღება მოგიწევთ. რთულ სიტუაციაში ცივი გონებით იმოქმედეთ.

თხის რქა
დღეს ყველაფერი თქვენზე იქნება დამოკიდებული. შეგიძლიათ განაახლოთ ძველი საქმე, დაიწყოთ ახალი ან საერთოდ ახალ სფეროში მოსინჯოთ თავი. ერთი სიტყვით, დღეს მოდუნების საშუალება არ მოგეცემათ.

მერწყული
თავისუფლება სამსახურსა და საოჯახო ვალდებულებებს უნდა შესწიროთ. აჩქარებით შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვათ. დამატებითი სირთულეები ელით მერწყულებს, რომლებსაც ფარული სასიყვარულო კავშირები აქვთ.

თევზები
შეიძლება შეგეცვალოთ ფინანსური, სასიყვარულო და პროფესიონალური ინტერესები. გაურკვეველი პოზიცია სიკეთეს არ მოგიტანთ. იყავით მეტად მიზანმიმართული და დაკვირვებული. იღბალი რამდენჯერმე გამოგცდით გამძლეობაზე.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა