თეგებით ძიება

პრაქტიკული და კონკრეტული რჩევები: როგორ ავირიდოთ ან დავასრულოთ კონფლიქტი რომანტიკულ ურთიერთობაში?

ასტროლოგები ხშირად გვაძლევენ ზოგად რჩევებს, რომელიც ჩანაფიქრში კარგია, მაგრამ ხანდახან პრაქტიკაში მოუკოჭლებს, ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენთვის კონკრეტული რჩევები მოგვეცა, თუ როგორ შეინარჩუნოთ იდილია ურთიერთობაში, მოაგვაროთ კონფლიქტები და თავი აარიდოთ დაძაბულობას.

ვერძი



ქმარ ვერძს მარტივად შეუძლია მეუღლის მიტოვება, თუ გრძნობს რომ მისი ცხოვრება მონოტონური გახდა.
როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ცხოვრებისეული დაბრკოლებები ოჯახურ კავშირს უფრო აახლოვებს, როცა საქმე ამ ნიშანს ეხება. 
იმისათვის რომ ვერძთან კონფლიქტური სიტუაცია არ შეგექმნათ, გაითვალისწინეთ.
• პრობლემების მარტივად მოსაგვარებლად ესაუბრეთ პირდაპირ და გულწრფელად.
• არ შეაჩეროთ მისი ინიციატივა და ნაკლებად ჩაერიეთ მის სამსახურეობრივ საქმეში.
• მიეცით ნება, რომ საყვარელ მანქანაში იქექოს, თუნდაც თქვენი შეხედულებით, არახელსაყრელ საქმიანობას მისდევდეს. 

Astrologia

კურო



ცხოვრებისეული პრობლემებს კუროს დიდი ხნის განმავლობაში დუმილით უყურებს, მაგრამ როდესაც მოთმინების ფიალა ევსება, უკანმოუხედავად მიდის. მიღებულ გადაწყვეტილებას უმეტესად არც ცვლიან.
• ისწავლეთ კარგი სადილის მომზადება. არ დაგავიწყდეთ, რომ კუროს ძალიან უყვარს ჭამა და სიამოვნება. ხშირად უთხარით, რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის.
• ნუ გაჯიუტდებით მარტო იმიტომ, რომ იცით, ძვირფას ადამიანებთან დამთმობია.
• არ აუკრძალოთ ლუდის სმა მეგობრებთან ერთად ან ვიდეოთამაშებით გართობა, ეს პროცესი საუკეთესოდ მოქმედებს კუროს განწყობაზე.

Astrologia


ტყუპი



თუ ტყუპი ქმრისგან გულგრილობას იგრძნობთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ ხართ კი საუკეთესო მოსაუბრე? ხშირად ტყუპი ქმარი გაურბის ცოლს იმის გამო, რომ მეუღლეს ინტელექტი არ ყოფნის ან წინაღობად ესახება, როცა თავგადასავლებისკენ მიუწევს გული. 

• შეეჩვიეთ მის მრავალრიცხოვან სამეგობრობს და არ შეუზღუდოთ თავისუფლება.
• იყავით მისი მესაიდუმლე.
• არ აუკრძალოთ დივანზე გაზეთით ან მობილურით წამოწოლა, რადგან ამ დროს ინფორმაციას იღებს. 

Astrologia

კირჩხიბი


ცოლისგან წასული კირჩხიბები ბარგს ყველაფრის აუხსნელად ალაგებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც არასასურველ თემებზე სალაპარაკოდ ტუჩის კვნეტით ემზადებიან და ბოლოს, როცა საიდუმლოს გამხელას გადაწყვეტენ, ძალიან შორიდან შემოუვლიან  მთავარ  სათქმელს. თხრობას იქიდან დაიწყებენ, თუ როგორ გაგიცნოთ.  კირჩხიბი დიდ პატივს სცემს სინაზეს და ერთგულებას. თუ  ახალ პარტნიორთან ვერ იპოვის სიმყუდროვეს, აუცილებლად დაგიბრუნებათ და ახალი ცხოვრების დაწყებასაც შემოგთავაზებთ. თუ მის პატიებას შეძლებთ, იმ წუთიდანვე თქვენია სიკვდილამდე. 
• გაუფრთხილდით მის ნივთებს. დაიმახსოვრეთ რას სად დებს. 
• ხშირად მოეფერეთ და თუ რამე გემრიელს მოამზადებთ, უთხარით, რომ  სპეციალურად მისთვის დაიხარჯეთ.  

• ყოველთვის გააფრთხილედ სად მიდიხართ და როდის დაბრუნდებით.


Astrologia

ლომი


ლომი, სანამ საბოლოოდ მიგატოვებთ, რამდენჯერმე აგიხნით, რა არ მოსწონს თქვენში და თუ შესაბამის ზომებს დროულად არ მიიღებთ, თქვენი ცხოვრებიდან ნელ-ნელა გაქრება. ეს კაცი ბოღმას გულში არ იტოვებს. ხშირია შემთხვევა, როცა მეგობრული ურთიერთობით აგრძელებენ ურთიერთობას ყოფილ პარტნიორთან




და ეხმარებიან კიდეც მას.
• თუ გსურთ ლომმა თქვენით იამაყოს, ეცადეთ  იდეალურად გამოიყურებოდეთ. უფლება გაქვთ არ დაალაგოთ სახლი, არ მოამზადოთ კერძი, მაგრამ უფლება არ გაქვთ, მოუწესრიგებელმა იაროთ. 
•  აავსეთ ლომი კომპლიმენტებით და შეაქეთ.  უთხრით, რომ თქვენს დაქალებში ყველაზე კარგი ქმარი თქვენ გყავთ.

Astrologia

ქალწული



სანამ  სამართლიანად მოექცევით, თუნდაც საყვედურობდეთ და ხშირად ეკამათებოდეთ, ის განქორწინებაზე არც იფიქრებს. თუ თქვენს შორის სიყვარული აღარ არის, წერტილის დასმის დროა. დაშორების შემდეგაც კი, არ დაგტოვებთ უყურადღებოდ, რაც სულაც არ მოასწავებს შერიგებას. 

• მოკრძალებულად მოეპყარით მის ნივთებს, ყოველთვის დადეთ იმ ადგილზე საიდანაც აღეთ, ყველა ტანსაცმელი დაუუთავეთ და ლამაზად დაუწყვეთ.
• დარჩით ბოლომდე ისეთი, როგორიც თავიდან  გაგიცნოთ.
• იყავით ეკონომიური და გაუფრთხილდით ოჯახის ბიუჯეტს.



Astrologia


სასწორი



დაშორების წინ ის კარს ხმამაღლა არ მიიჯახუნებს. საუბარს გაწონასწორებულად დაიწყებს. მეგობრებად დარჩენას შემოგთავაზებთ. დიალოგს დიპლომატიურად წარმართავს, მაგრამ თქვენთვის ეს პროცესი გაწელილი და რთულად ასატანი იქნება. 
• არ დაუშალოთ ქალთა სილამაზის შეფასება, მას უბრალოდ მოსწონს სილამაზე, პირიქით, მის აზრს დაეთანხმეთ.
• იყავით ფაქიზი და მოსიყვარულე.

• დაინტერესდით ხელოვნებით, მუსიკით და თქვენთან ერთად ატარეთ მუზეუმებსა თუ კონცერტებზე.

Astrologia

მორიელი


თუ მან გადაწყვიტა თქვენი მიტოვება - უკან ვერაფერი დაახევინებს. მორიელი ეჭვიანია, უმნიშვნელო კომპლიმენტს შუძლია მას ეჭვის საფუძველი მისცეს.
• არაფერი დაუმალოთ. შეამცირეთ მამრობით სქესთან კომუნიკაცია. 
• ნუ ჩაერევით მის ბიზნესში. ნუ ეწუწუნებით, თუ შინ გვიან მოვა.

• თქვენი მოთხოვნები უთხარით ლაკონიურად.

Astrologia


მშვილდოსანი



მშვილდოსანს ჭკვიანი ქალები უყვარს. ის პარტნიორს ივიწყებს მაშინ, როცა სწყინდება და თავგადასავლების ძებნას იწყებს. თუ მშვილდოსანი თქვენს საბოლოოდ მიტოვებას გადაწყვეტს, ეს ახსნა-განმარტების გარეშე მოხდება, მომავალში მიგიღებთ როგორც მეგობარს
• იყავით გულღია და თავისუფალი. ყოველთვის მოუსმინეთ, მაშინაც თუ არ ეთანხმებით.
• გაიზიარეთ მისი ინტერესების სფერო, ჰკითხეთ რაიმე ახალი გატაცება ხომ არ აქვს.
• არ შეულახოთ ავტორიტეტი სხვისი თანდასწრებით.


Astrologia


თხის რქა


თხის რქას უყვარს დომინირება და ცხოვრების მიძღვნა რამე მიზნისთვის. ტემპერამენტიან ქალთან ცხოვრება მას იოლი არ მოეჩვენება, ასეთი კაცები დაუფიქრებლად არ თანხმდებიან განქორწინებაზე, თუნდაც ერთობლივი ცხოვრებისგან სიამოვნებას აღარ იღებდნენ.  განქორწნების მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან მძიმე დარტყმა ან წყენა, რომლის პატიებაც არ შუძლია.
• დაეხმარეთ მას კარიერულ წინსვლაში.
• როცა უხასიათოდ არის, კითხვებით არ შეაწუხოთ.
• არ აიძულოთ ბოდიშის მოხდა.

Astrologia

მერწყული



განშორების გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მომენტალურად, გადახედავს განვლილ ცხოვრებას და გაიფიქრებს, რომ ყველაფრისთვის წერტილის დასმის დროა. 
• მიეცით მას სრული თავისუფლება. აფიქრებინეთ, რომ სრულიად ენდობით.
• არ შეუმოწმოთ სოციალური ქსელი.

• არ გააკრიტიკოთ მისი ნაცნობები.

Astrologia


თევზები



თევზზე ზეგავლენის მოხდენა ძალიან იოლია. ეს მისი სერიოზული ნაკლია. 
• ნუ მოექცევით უდიერად მის დროს. 
• არ შუშალოთ მას ხელი ფილმების ყურებაში, წიგნების კითხვაში, განმარტოებაში. 
• მის მაგივრად მიიღეთ გადაწყვეტილებები და იშოვეთ ფული, თუ პრობლემები კუთხეში მიიმწყვდევს.

Astrologia
სტატია მოამზადა თამარ ბოკუჩავამ
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა