თეგებით ძიება

31 იანვარი, მთვარის ოცდამეექვსე დღე

ხუთშაბათი, მთვარე გადის მშვილდოსნის ზოდიაქოს
საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან.
არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ;
კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად.
მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს.
მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ.
კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი ბედნიერი და მდიდარი იქნება, მაგრამ არ უნდა იყოს ამაყი და არ უნდა ჰქონდეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა.
მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია - თევზისა და ბოსტნეულის.
თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან.
თმის შეჭრა ბედნიერებასა და სიხარულს მოგიტანთ.
ამ დღის ქვებია: ყვითელი ნეფრიტი, ჟადეიტი და ქრიზოპრაზი.

მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 5:08

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე მშვილდოსანში
გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა