თეგებით ძიება

5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი თუ ვინმესთან ომობთ, დროა, შეურიგდეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, საინტერესო მოსაუბრესთან ერთად. მეტი ყურადღება დაუთმეთ კვებას.
კურო
დილა მნიშვნელოვანი, გადაუდებელი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საღამო სასიამოვნო, რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ტყუპი
მუზას ნუ დაელოდებით, საქმეების მოგვარებას დილიდან შეუდექით. ფულის შოვნის ახალი გზის მოძიება მოგინდებათ. შუადღის შემდეგ ახალი პროექტების დაწყებას შეძლებთ.

კირჩხიბი
დილა მშვიდი საქმეების შესრულებას დაუთმეთ. ეცადეთ, ყველა მოვლენისადმი ობიექტური იყოთ. საღამოს თავადაც დამშვიდდებით და სიტუაციაც თქვენ გარშემო. დღეს თქვენთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მატერიალურზე უმნიშვნელოა.

ლომი
გააზრებულად იმოქმედეთ, ილუზიებში ნუ გადავარდებით. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მნიშვნელოვან საქმეებს საღამომდე ნუ დაიწყებთ.

ქალწული
დილა დასვენებას დაუთმეთ. დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრა, პაემანი, მოლაპარაკება. კარგი დღეა საყვარელ ა
დამიანთან დელიკატური საკითხების მოსაგვარებლად.

სასწორი
შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი ვერ მიიღოთ. კარგი დღეა ფინანსური (კრედიტი, იპოთეკა) და საბინაო საკითხების მოსაგვარებლად. ფულის დაუგეგმავი ხარჯვა გელით.

მორიელი
დღის მეორე ნახევარი განსაკუთრებით ეფექტურია ურთიერთობის გასარკვევად. შეგიძლიათ სამომავლო გეგმა შეადგინოთ ან ახალი საქმეები დაიწყოთ. პარტნიორული ურთიერთობა მეტად თბილი და სასიამოვნო გახდება.

მშვილდოსანი
დილას რუტინასა და შეზღუდვას ვერ გაუძლებთ. შუადღიდან ჩაერთეთ საქმეებში. სასურველია, მიმოწერა, ტექსტებთან მუშაობა, რამის შესწავლა. ზოგიერთს სამსახურში ზედმეტი კომფორტი დასჭირდება.

თხის რქა
დილა მშვიდი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ; სანთლებითა და მშვიდი მუსიკით. მარტოხელებს ვირტუალური ნაცნობობა ელით.

მერწყული
მოქმედების ზომიერი ტემპი შეარჩიეთ. საყვარელ ადამიანთან ერთად შეათანხმეთ საყიდლებისა და კვების საკითხები. მეგობრებთან ერთად განიხილეთ თქვენეული პრობლემები, ჯანმრთელობის საკითხები.

თევზები
დილას მნიშვნელოვანი საქმეები არ დაგეგმოთ. შუადღისთვის დაგეგმეთ შეხვედრები, მიმოწერა, სწავლა, მიმოსვლისა და საყიდლების სია. მნიშვნელოვანი საკითხები პროფესიონალებთან ერთად განიხილეთ ან მოიძიეთ სანდო ინფორმაცია.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა